
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინის ანექსიით მხოლოდ დააჩქარა ის, რისი აცილებაც თავად სურდა, რადგან უკრაინაში მოსახლეობის მხოლოდ 25% უჭერდაა ნატოში გაწევრიანებას მხარს, ახლა კი, ეს მაჩვენებელი 60%-მდეა გაზრდილი.
როგორც ბლინკენმა ტელეკომპანია NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ნატო-ც იძულებული გახდა უფრო მეტი ძალები განეთავსებინა რუსეთის საზღვრებთან ახლოს.
"ყველაზე დიდი ბედის ირონია ამ ყველაფერში ის არის, რომ პუტინის ქმედებებმა ბოლო წლებში მხოლოდ დააჩქარა ყველაფერი ის, რისი თავიდან აცილებაც მას თავად სურდა, სანამ რუსეთი ყირიმის ანექსიას მოახდენდა უკრაინაში მოსახლეობის მხოლოდ 25% უჭედა მხარს ნატოში გაწევრიანებას, ახლა ეს მაჩვენებელი 60%-მდეა გაზრდილი. ნატო-ც იძულებული გახდა უფრო მეტი ძალები განეთავსებინა რუსეთის საზღვრებთან ახლოს, რაც რუსეთს, როგორც პუტინი ამბობს, არ სურს. ნატო-ში თავდაცვის ხარჯები გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარი უკრაინაში შეიჭრა, და რა თქმა უნდა, მანამდე იყო საქართველო, ასევე, მოლდოვაში არსებული რუსული ძალები ამ ქვეყნის მთავრობის ნების საწინააღმდეგოდ. ასე რომ, ყველაფერი რასაც პრეზიდენტი პუტინი აკეთებს, სრულიად ეწინააღმდეგება იმ მიმართულებას, რომლითაც მას, მისივე თქმით, სიარული სურს", - თქვა ბლინკენმა.
ცნობისთვის, ნოემბრის დასაწყისში ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის დასავლელმა პარტნიორებმა მიაწოდეს ინფორმაცია 100 000-მდე რუსი სამხედროების აქტიურ გადაადგილებაზე ქვეყნის საზღვრის გასწვრივ და მათ რაოდენობრივ ზრდაზე.

მტრის რაკეტებით დაშავებული პატარა უკრაინელი გოგონა უკრაინის ჰიმნს მღერის, სანამ ექიმები ჭრილობებს უხვევენ.
ინტერვიუ გადარჩენილებთან, რომლებიც სავაჭრო ცენტრში კრემენჩუგის დაბომბვის დროს იმყოფებოდნენ
კრემენჩუგში მდებარე სავაჭრო ცენტრზე რაკეტის მოხვედრის მომენტი
ოკუპანტებმა კრემენჩუგში სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, შენობაში ათასზე მეტი ვიზიტორი იყო
ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს ფშავი
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |