„მოსკოვმა სამშვიდობო შეთანხმება არ შეასრულა“ - ევროკავშირი სანქციებს ახანგრძლივებს

ევროკავშირმა, უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებისადმი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისა და მეზობელ ქვეყანაში შეჭრის საფრთხის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა.

აღნიშნული სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის ფინანსურ, ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორების, ასევე საქონლის ბრუნვას, რაც შესაძლოა გამოყენებული იყოს როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო მიზნებისთვის. აღნიშნული ზომები იმ სანქციების ნაწილია, რომელიც რუსეთს ევროკავშირმა 2014 წელს დაუწესა მას შემდეგ, რაც მან უკრაინაში ყირიმის ანექსია მოახდინა და დაკავშირებულია 2015 წლის მინსკის სამშვიდობო შეთანხმებასთან.

რუსეთმა საქნციები ძალაში, სულ მცირე, 31 ივლისამდე დატოვა, რადგან ოფიციალურმა მოსკოვმა „სრულად არ შეასრულა“ სამშვიდობო შეთანხმება.

აღნიშნული ნაბიჯი ზღუდავს რუსული ბანკებისა და კომპანიების წვდომას ევროკავშირის კაპიტალის ბაზრებზე და კრძალავს ფინანსურ დამარებას ან შუამავლობას რუსული ფინანსური ინსტიტუტებისთვის. ის აჩერებს თავდაცვის აღჭურვილობების იმპორტს. ზღუდავს რუსეთის წვდომას ნავთობის წარმოებაში გამოყენებულ ზოგიერთ ტექნოლოგიაზე.