შუახევში, დიდთოვლობით გამოწვეული საავტომობილო გზების გაწმენდა მესამე დღეა ინტენსიურად მიმდინარეობს

შუახევში, დიდთოვლობით გამოწვეული საავტომობილო გზების გაწმენდა მესამე დღეა ინტენსიურად მიმდინარეობს, – აღნიშნულ ინფორმაციას შუახევის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა.

ამასთანავე, თოვლის წმენდა დილიდან გრძელდება ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზებზე. 16 ერთეული სპეციალური ტექნიკაა თოვლის წმენდის პროცესში ჩართული.

თოვლის საფარი დაბალ ზონაში 1მ, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში 2 მეტრს აღწევს.



გერმანია მზადაა უნგრეთის გარეშე, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარი დაუჭიროს
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა
ზელენსკი - ნუ შეუქმნით აგრესორს შთაბეჭდილებას, რომ მსოფლიო არ გაუწევს საკმარის წინააღმდეგობას
პესკოვი აცხადებს, რომ პუტინი ვერ ხედავს ვიქტორ მედვედჩუკის „აზოვსტალის“ მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას