
„საქართველოს ბანკი“ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად ბანკის ფინანსურიმხარდაჭერით კომპანია „ბრიქსი“, მეტრო სარაჯიშვილთან, მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს-Sarajishvili Tower- აშენებს. პრემიუმ კლასის, თანამედროვე, ენერგოეფექტური მასალებით აშენებულიკომპლექსი 21 სართულიანი იქნება, საიდანაც 3.300 კვ.მ-მდე დაეთმობა კომერციულ ზონას (ვაჭრობისა დამომსახურების ობიექტებს). ასევე, განთავსდება 3-დონიანი ავტოსადგომი. პროექტი აქტიურ ფაზაშია დამისი დასრულება 2024 წლის მეორე ნახევარში იგეგმება. პროექტის ჯამური მოცულობა 7.2 მილიონი აშშ დოლარია. აქედან საქართველოს ბანკის საინვესტიციო წილი კი 5.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.
„ჩვენს პარტნიორ საქართველოს ბანკთან ერთობლივ პროექტს ვახორციელებთ, რომელიც მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას მოიცავს. სამშენებლო სამუშაოებშიჩართულია პროფესიონალთა გუნდი, გამოიყენება მხოლოდ პრემიუმ ხარისხის, თანამედროვე დაენერგოეფექტური მასალები. ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ გამწვანებულ და დაცულ ეზოს, კომფორტულ და კეთილმოწყობილ ინფრასტრუქტურას; პანორამული ფანჯრებიდან თბილისის საუკეთესოხედებს, შესანიშნავ ლოკაციას და კომერციულ ზონას. მოხარული ვართ, რომ ამ პირობების გარდა, გვაქვსშესაძლებლობა, მომხმარებელს საქართველოს ბანკთან ერთად ბინის „გარანტირებული შენაძენით“ ყიდვა შევთავაზოთ“,- განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ვახტანგ მაჭარაშვილმა.
„გარანტირებული შენაძენი“ საქართველოს ბანკის ინოვაციური პროდუქტია, რომლის ფარგლებშიც დეველოპერისგან ბინის ყიდვის მსურველთათვის შეთავაზებული თითოეული ბინა ბანკის მიერაა დაზღვეული. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი რაიმე მიზეზით პროექტი არ დასრულდა, ბანკი მომხმარებელს ზარალს მაქსიმალურად აუნაზღაურებს. გარანტირებულ შენაძენზე კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3kJyqaN

გარდაცვლილ ვლადიმერ ჟირინოვსკის რუსეთის რადაში პატივი მიაგეს
დედამ შვილი საკუთარი სახლის ეზოში თავისი ხელით დამარხა - უკრაინა
NYT-მა გააანალიზა ბუჩას ქუჩების სატელიტური სურათები, რომლებზეც ნაჩვენებია დაღუპულების ცხედრები
მთავრობის შემადგენლობაში კიდევ ერთი ცვლილება განვახორციელეთ - ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი
სწორედ ამაზე ვსაუბრობდი, რომ თუ ვინმე დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა და ასეც არის - ღარიბაშვილი
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |