ელენე ხოშტარია - არც შშმ პირების, არც პოლიციის ძალადობის პრობლემა არსად გაქრება, ვიდრე ფუნდამენტს არ შევეხებით

არც არასრულწლოვნების, არც შშმ პირების და არც პოლიციის ძალადობის პრობლემა არსად გაქრება, ვიდრე ფუნდამენტი არ შეიცვლება, - ასე ეხმაურება „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია შშმ პირის მიმართ ძალადობის საქმეზე პოლიციელების დაკავებას.

როგორც ხოშტარია „ფეისბუქში“ წერს, არ გაჩერდება და ეცდება ბევრი მხრიდან დაინახოს პრობლემა და ნაბიჯ-ნაბიჯ შეეწინააღმდეგოს სისტემას.

„ლუკა სირაძის ამბავზეც დაიჭირეს ცოტა ხნით მხოლოდ ერთი ადამიანი! მერე გადასარევად გამოუშვეს და ვინც დასასჯელი იყო, ახლა დადის და ვის ურტყამს კაცმა არ იცის.
ჩვენ კი არ უნდა გვისწავლოს "ოცნებამ", რომ გავალთ, წამოვალთ, დაგვავიწყდება. უნდა მივხვდეთ, რომ პირველი - ბოლომდე მივყვეთ, მეორე - ერთმა უსამართლობამ მეორე არ გადაფაროს.
წულუკიანი რასაც კულტურის სფეროში აკეთებს, პირდაპირ კავშირშია ძალადობის და უსამართლობის წახალისებასთან. დევნილებს რაც სჭირთ, ამაზე თვალის დახუჭვა პირდაპირ აწესებს უსამართლობას და სისასტიკეს, ლექსო ლაშქარავას ამბავი არსად წასულა.
არც არასრულწლოვნების, არც შშმ პირების, არც პოლიციის ძალადობის პრობლემა არსად გაქრება, ვიდრე ფუნდამენტს არ შევეხებით.

მე პირობას ვდებ, დევნილების, კულტურის და შშმ პირის ამბავზე არ გავჩერდები, ბევრი მხრიდან ვეცდები, დავინახოთ პრობლემა და ნაბიჯ-ნაბიჯ შევეწინააღმდეგოთ სისტემას. ახლაც და სამომავლოდაც“, - წერს ხოშტარია.



გერმანია მზადაა უნგრეთის გარეშე, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარი დაუჭიროს
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა
ზელენსკი - ნუ შეუქმნით აგრესორს შთაბეჭდილებას, რომ მსოფლიო არ გაუწევს საკმარის წინააღმდეგობას
პესკოვი აცხადებს, რომ პუტინი ვერ ხედავს ვიქტორ მედვედჩუკის „აზოვსტალის“ მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას