„არა მილიციას, არა ძალადობას“ - შსს-სთან საპროტესტო აქცია მიმდინაროებს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოქალაქეები შშმ მოზარდზე პოლიციის მხრიდან ძალადობას აპროტესტებენ და აქციას მართავენ. 

ადგილზე შეკრებილები არიან არასამთავრო ორგანიზაციებისა და პარტიის წარმომადგენლები, ასევე, აქტივისტი და ის ადამიანები, რომელთა ოჯახის წევრებიც არიან შშმ პირები.

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტუაცია რამდენჯერ დაიძანა და ადგილი ჰქონდა სიტყვიერი დაპირისპირებასაც. დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძეც, რომელმაც ადგილზე სტიკერების გაკვრა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

აქტივისტებს ადგილზე მიტანილი აქვთ სტიკერები იმ ადამიანების სახელებით, რომლებიც სისტემის მსხვერპლი გახდნენ - დემურ სტურუაზე, ლევან აბზიანიძეზე, ლუკა სირაძეზე, ლექსო ლაშქარავაზე.



გერმანია მზადაა უნგრეთის გარეშე, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარი დაუჭიროს
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა
ზელენსკი - ნუ შეუქმნით აგრესორს შთაბეჭდილებას, რომ მსოფლიო არ გაუწევს საკმარის წინააღმდეგობას
პესკოვი აცხადებს, რომ პუტინი ვერ ხედავს ვიქტორ მედვედჩუკის „აზოვსტალის“ მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას