
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შშმ მოზარდზე ძალადობისთვის დაკავებულ პატრულ-ინსპექტორები სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. აღკვეთის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ადვოკატები გირაოს შუამდგომლობას აყენებდნენ.
პროკურორი კი აცხადებდა, რომ ბრალდებულების მხრიდან იყო მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაული ჩადენის საფრთხე.
წინასასამართლო სხდომა 15 მარტს გაიმართება.
ცნობისთვის, 24 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს პოლიცია შშმ პირზე. ვიდეო ერთ-ერთ მეტროსადგურშია გადაღებული. ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე პოლიციელს ბიჭის მეგობრები უხსნიდნენ, რომ ახალგაზრდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე იყო, მას არც ესმოდა, არც საუბარი არ შეეძლო და მის კითხვებს ვერ უპასუხებდა. მომხდართან დაკავშირებით პოლიციელები 25 იანვარს დააკავეს.

გარდაცვლილ ვლადიმერ ჟირინოვსკის რუსეთის რადაში პატივი მიაგეს
დედამ შვილი საკუთარი სახლის ეზოში თავისი ხელით დამარხა - უკრაინა
NYT-მა გააანალიზა ბუჩას ქუჩების სატელიტური სურათები, რომლებზეც ნაჩვენებია დაღუპულების ცხედრები
მთავრობის შემადგენლობაში კიდევ ერთი ცვლილება განვახორციელეთ - ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი
სწორედ ამაზე ვსაუბრობდი, რომ თუ ვინმე დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა და ასეც არის - ღარიბაშვილი
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |