მათი პეტიცია კეკლუცობის ტრადიციული ნიმუშია, ვერ ავყვებით ანგაჟირებულ პოლიტიკოსებს - ღუდუშაური რეზოლუციაზე

 "ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური პარტია "დროას" მიერ წარდგენილ პეტიციას ეხმაურება და აცხადებს, რომ პეტიცია "პოლიტიკური კეკლუცობის ტრადიციული ნიმუშია".

მისივე თქმით, რეზოლუციის პროექტი უკვე მზად არის და "ანგაჟირებულ პოლიტიკოსებ" ვერ აყვებიან. 

"მართლაც დრო არის, რომ "დროა" და სხვებმა იფიქრონ ქვეყანაზე და ხალხზე. მათ მიერ გაკეთებული რაღაც პეტიცია პოლიტიკური კეკლუცობის ტრადიციული ნიმუში გახლავთ. არის რეზოლუციის პროექტი, ჩვენ ვუთხარით ოპოზიციას, რომ მზად ვართ ვიმუსავოთ და ვერ ავყვებით ანგაჟირებულ პოლიტიკოსებსა და ამ პოლიტიკოსების მიერ მართულ ხალხს. ქვეყნის მართვაში ხელისუფლების პასუხიმგებლობა განუზომლად დიდია. ქვეყანას პასუხისმგებლობით სავსე პოლიტიკური ძალა მართავს. ამიტომ ვერ მივიღებთ კრიტიკას იმ ადამიანებისგან, ვინც ან ვერ ერკვევა საკითხში ან იმ ხალხის მიერ არის მართული, ვისი რეზოლუციებიც და დაკარგული ტერიტორიებიც კარგად გვახსოვს. საქართველოს ხელისუფლება გონივრულ და პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს იმისკენ, რომ გამოხატული იყოს უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა", - განაცხადა ღუდუშაურმა. 

ცნობისთვისთვის, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მათ მიერ მომზადებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი წარადგინა.როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ოპოზიციის წარმოდგენილი 5-6 შენიშვნიდან 2 შენიშვნა გაითვალისწინეს. აღსანიშნავია, რომ შედგენილ რეზოლუციაში რუსეთი ნახსენები არ იყო. შესაბამისად, მეორე დღეს, პარტია "დროამ" ალტერნატიული რეზოლუცია წარადგინა.



გერმანია მზადაა უნგრეთის გარეშე, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარი დაუჭიროს
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა
ზელენსკი - ნუ შეუქმნით აგრესორს შთაბეჭდილებას, რომ მსოფლიო არ გაუწევს საკმარის წინააღმდეგობას
პესკოვი აცხადებს, რომ პუტინი ვერ ხედავს ვიქტორ მედვედჩუკის „აზოვსტალის“ მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას