
თუკი სტარტაპიდეები გაქვთ და გუნდში ხართ ენთუზიაზმით სავსე ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთისიდეების გჯერათ და განვითარება გჭირდებათ, მაშინ თქვენთვის საინტერესო სიახლეა – Impact Hub Tbilisi იწყებს პრე-აქსელერაციის პროგრამას, რომლის მიზანიც, ადგილობრივი სტარტაპების განვითარებისხელშეწყობაა. პრე-აქსელარორი “თიბისის” პროგრამა სტარტაპერის მხარდაჭერით იმართება.
განაცხადების შეტანისა და გასაუბრებების გავლის შემდეგ, შეირჩევა 10-15 ადგილობრივი სტარტაპი, რომელიც 12 კვირის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავებს პროდუქტის განვითარებაზე.
შერჩეული სტარტაპები ისწავლიან, თუ როგორ უნდა მომზადდეს ფასეული შეთავაზება, როგორ იფიქრონპროდუქტის გაუმჯობესებასა და მომხმარებლის სეგმენტაციაზე, ისწავლიან ბიზნესმოდელის შედგენასა დაფინანსების დათვლას. ასევე, შეხვედრების ფარგლებში, ისინი გაერკვევიან ბრენდინგში, მარკეტინგსა დაგაყიდვებში და, რაც სტარტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გაივლიან ტრენინგებს თუ როგორ უნდაწარსდგნენ ინვესტორების წინაშე.
ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობა?
მონაწილეობის მიღება ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს შეუძლიათ, რომლებსაც ჰყავთ გუნდი დააქვთ ე.წ. MVP (პროტოტიპი) ან სულ მცირე, სამოქმედო გეგმა მაინც თავიანთი ბიზნესის წამოსაწყებად.
პრე-აქსელერატორი ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში და ჯამში 12 კვირას გასტანს. ის ძირითადადდაკომპლექტებული იქნება თემატური სამუშაო სესიებით, მენტორებთან ინდივიდუალური შეხვედრებით, მოწვეული სპიკერებით. მონაწილეების Impact Hub-ის სივრცით ისარგებლებენ. ამ ყველაფერს კიდააგვირგვინებს დემო დღე, რომელზეც სტარტაპები ინვესტორების წინაშე წარსდგებიან და საშუალებაექნებათ, მოიპოვონ ინვესტიცია თავიანთი საქმიანობის გასაფართოებლად.
პრე-აქსელერაციის პროგრამებზე განაცხადების მიღება 26 ინვრიდან იწყება და 20 თებერვლამდეგაგრძელდება. დაინტერესებულ სტარტაპებს რეგისტრაციის გავლა ამ ბმულზე შეუძლიათ.
პროგრამის მნიშვნელობაზე, შედეგებსა და მიზნებზე მისი ორგანიზატორები და გასული წლის პროგრამისმონაწილეებიც საუბრობენ:
“upway ქართული სტრატაპია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ქვეყანაში არსებულ სანდოკურსებს. Impact Hub Ttbilisi-ს პრე-აქსელერატორში upway-მ 2021 წლის გაზაფხულზე მიიღომონაწილეობა – რაც ჩვენი სტარტაპის წარმატებისთვის გადამწყვეტი შესაძლებლობა აღმოჩნდა. 3 თვის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით იდეაზე, ბიზნეს-მოდელის დახვეწაზე, მომხმარებლის journey-ზე, ტექნიკურ გადაწყვეტებზე და ა.შ.
ყველაზე მეტად პრე-აქსელერატორი დაგვეხმარა მწყობრ მუშაობაში, მოგვცა გამოცდილება დაშეგვმატა თავდაჯერებულობა, იმისთვის რომ არ დავნებებულიყავით და რეალობად გვექციაჩვენი იდეა”.
ქეთი ებანოიძე, ორგანიზატორი: „სტარტაპ პრე-აქსელერატორი Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივოგუნდის მიერ 2021 წელს დაფუძნდა. გუნდმა სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვანსაერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობითჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. პროგრამა მიზნად ადგილობრივი სტარტაპებისგაძლიერებას ისახავს.
ნინო ნანიტაშვილი, მენტორი: „პირველ რიგში, პრე-აქსელერატორი ეხმარება ადრეულ ეტაპზემყოფ სტარტაპებს, ფოკუსირებულად დაუთმონ დრო საკუთარი გუნდის, ტექნიკურიპროდუქტის და ბიზნეს-მოდელის განვითარებას. სიღრმისეული სესიებით დაინდივიდუალური მენტორების მხარდაჭერით, სტარტაპების დამფუძნებლებს უყალიბდებათხედვა და სტრატეგია ტექნოლოგიური სტარტაპის შექმნის და განვითარების მიმართულებით. პრე-აქსელერატორი ხელს უწყობს სტარტაპების განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ, ქმნისშესაძლებლობას ინვესტორებისთვის, რომ მათ ადრეულ ეტაპზევე გაიცნონ პერსპექტიულისტარტაპები და გახდნენ მათი წარმატების მონაწილე. ეს კი, მთლიანობაში სტარტაპეკოსისტემის განვითარებას ემსახურება.
სოფო კახიძე, თიბისის სტარტაპერი: „ამ პროექტს მხარს ვუჭერთ პროგრამა სტარტაპერით, რომელიც უკვე 5 წელია როგორც ფინანსური, ასევე არაფინანსური პროგრამებით ბიზნესისდაწყებას და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას უწყობს ხელს. სტარტაპერი მხარს უჭერსყველა ინიციატივას, რომელიც იზიარებს ამ მიზნებს და ბიზნესის მხარდაჭერას ითვალისწინებსსაწყის ეტაპზე.
ჩვენი მიზანია, საქართველოში განვავითაროთ სტარტაპ ეკოსისტემა, სადაც ბევრ, ხარისხიან ტექნოლოგიურ სტარტაპს შეეძლება იდეების ბიზნესად ქცევა და განვითარება, რომ ახალი, ინოვაციური სერვისები და პროდუქტები შესთავაზოს მომხმარებელს.“
წყარო: მარკეტერი

გარდაცვლილ ვლადიმერ ჟირინოვსკის რუსეთის რადაში პატივი მიაგეს
დედამ შვილი საკუთარი სახლის ეზოში თავისი ხელით დამარხა - უკრაინა
NYT-მა გააანალიზა ბუჩას ქუჩების სატელიტური სურათები, რომლებზეც ნაჩვენებია დაღუპულების ცხედრები
მთავრობის შემადგენლობაში კიდევ ერთი ცვლილება განვახორციელეთ - ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი
სწორედ ამაზე ვსაუბრობდი, რომ თუ ვინმე დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა და ასეც არის - ღარიბაშვილი
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |