სერგეი ლავროვი - ომი არ გვინდა, თუმცა არც ჩვენი ინტერესების ფეხქვეშ გათელვას და იგნორირებს დავუშვებთ

ეს თუ დამოკიდებულია რუსეთზე, მაშინ ომი არ იქნება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „სპუტნიკთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ომი არ გვინდა, თუმცა ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ინტერესების ფეხქვეშ გათელვას, ასევე არ დავუშვებთ ჩვენი ინტერესების იგნორირებს“, - დასძინა მან ინტერვიუს დროს.

სერგეი ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ შემოთავაზება უსაფრთხოების გარანტიებზე - ეს არ არის ულტიმატუმი და მასში არაა არაფერი ამკრძალავი, უბრალოდ, მოსკოვს სურს, რომ მასთან გულწრფელად იმუშავონ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-სთან და ნატო-სთან მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა და რუსეთის ინიციატივის საპასუხოდ, არის „რაციონალური აზრები“, თუმცა მისივე თქმით, დასავლეთი ეუთოს დებულებებს უსაფრთხოების გარანტების შესახებ „აშორებს“იმას, რაც მისთვის სასარგებლოა.



გერმანია მზადაა უნგრეთის გარეშე, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარი დაუჭიროს
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა
ზელენსკი - ნუ შეუქმნით აგრესორს შთაბეჭდილებას, რომ მსოფლიო არ გაუწევს საკმარის წინააღმდეგობას
პესკოვი აცხადებს, რომ პუტინი ვერ ხედავს ვიქტორ მედვედჩუკის „აზოვსტალის“ მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას