სუმის რეგიონში სასტიკი ბრძოლებია, ერთ დღეში უკრაინელმა მებრძოლებმა 170 ოკუპანტი მოკლეს

სუმის რეგიონში სასტიკი ბრძოლები გრძელდება კონოტოპის, ახტირსკის და სუმის რაიონებში. - ამის შესახებ, სუმის სამხარეო სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ დიმიტრი ჟივიცკიმ ტელეგრამზე დილის ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"სიტუაცია კვლავ დაძაბულია, ბრძოლები გრძელდება. ეს არის კონოტოპის რეგიონი - ბრძოლის აქტიური ეტაპი ბოლო დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს არის ახტირსკის რაიონი, სუმის რეგიონი", - განაცხადა მან.

ჟივიცკიმ აღნიშნა, რომ ზოგიერთი თემი რუსი დამპყრობლების კონტროლის ქვეშაა.

"მაგრამ ჩვენი გეგმები და ჩემი პირადი პროგნოზები ოპტიმისტურია. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი იმის მიმართ, რაც ხდება ბოლო დღეებში. სუმის რეგიონში სასტიკი ბრძოლებია, მაგრამ ეს არის გამარჯვებული ბრძოლები და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე სუმის რეგიონის ზოგიერთი თემი გაათავისუფლდება“, - თქვა ჟივიცკიმ.
 მისი თქმით, ბრძოლა გრძელდება ქალაქ ტროსტიანეცისთვის, ახტირსკის რაიონში რამდენიმე დასახლებული პუნქტისთვის, გრძელდება სუმის გარეუბნების დაბომბვა.

„ტროსტიანეცის თემში ბრძოლების დროს დაზიანდა გაზსადენი და არის აბონენტების გაზმომარაგების გათიშვის საშიშროება. სამწუხაროდ, გაზის მომსახურე მუშაკებს არ აქვთ საშუალება იქ წავიდნენ ამ ნაკადის შესაკეთებლად და გაზმომარაგების აღსადგენად. ქალაქი ახტირკა დაიბომბა, დიდი ნგრევა მოხდა ახტირკა ძალიან სერიოზულ დანაკარგებს განიცდის და მტრის განსაკუთრებული ყურადღების ობიექტია“, - განაცხადა ჟივიცკიმ.

მისი თქმით, გუშინ ახტირკაში იმყოფებოდა. ქალაქში, მიუხედავად ყოველდღიური სარაკეტო თავდასხმებისა და დაბომბვისა, მუნიციპალური სამსახურები მუშაობენ ნანგრევების დემონტაჟზე და ქალაქის გაწმენდაზე.

„ქალაქი ნელ-ნელა ცოცხლდება, ქალაქი არ დანებდა და არ დანებდა მოქალაქეები“, - აღნიშნა რეგიონის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, არის დასახლებები, რომლებიც მუდმივი დაბომბვის გამო ელექტროენერგიის გარეშე, საკვების მიწოდების გარეშე რჩება.

ამასთან, უკრაინელმა სამხედროებმა გუშინ 170-მდე ოკუპანტი მოკლეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

გენშტაბში აღნიშნავენ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 8 ტანკი, 17 ერთეული ჯავშანტექნიკა და 11 ერთეული საავტომობილო ტექნიკა გაანადგურეს. 

ამასთანავე, გენშტაბის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში ჩამოგდებულია რუსი ოკუპანტების 3 თვითმფრინავი და 3 ვერტმფრენი და 5 საკრუიზო რაკეტა. 

გენშტაბში აცხადებენ, რომ საჰაერო ძალების თავდასხმის თვითმფრინავებმა, დამანგრეველი სარაკეტო და ბომბის დარტყმები მიიტანეს აღწურვილობის სვეტებსა და საოკუპაციო ძალების კონცენტრაციებზე. 



გერმანია მზადაა უნგრეთის გარეშე, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარი დაუჭიროს
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა
ზელენსკი - ნუ შეუქმნით აგრესორს შთაბეჭდილებას, რომ მსოფლიო არ გაუწევს საკმარის წინააღმდეგობას
პესკოვი აცხადებს, რომ პუტინი ვერ ხედავს ვიქტორ მედვედჩუკის „აზოვსტალის“ მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას