რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ჯარები გაიყვანა - ოკუპანტები ტაქტიკას ცვლიან

რუსეთს სამხედრო პერსონალი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიდან უკრაინაში გადაჰყავს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი CNN-ზე დაყრდნობით წერს.

ამასთანავე, მედიასაშუალებები პენტაგონსა და აშშ-ის მაღალჩინოსენზე დაყრდნობით, კონკრეტულად ვერ ასახელებენ სამხედროების რიცხვს, რომელიც რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში გააგზავნა. 

ფაქტზე, რომ „რუსული გარნიზონები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან“ უკრაინის მიმართულებით მოძრაობენ, ჯერ კიდევ 20 მარტს, კონფლიქტის დაზვერვის გუნდმა გაავრცელა. ორი დღით ადრე კი, უკრაინის დროებითმა ელჩმა თბილისში, ანდრეი კასიანოვმაც დაადასტურა. 

ცნობისთვის, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეა რუსეთის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-4 გვარდიული სამხედრო ბაზა, ხოლო მე-7 ბაზა აფხაზეთის ტერიტორიაზეა. 2009 წელს, როცა ეს ბაზები იქმნებოდა, პერსონალის რაოდენობა 1 400 ადამიანს შეადგენდა. 

შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ შეტევითი ოპერაციის ჩავარდნის გამო, რუსეთი ყურადღებას გაამახვილებს აღმოსავლეთ უკრაინის ხელში ჩაგდებაზე და არა კიევის შტურმზე.

ამის შესახებ, Reuters პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

რუსული ძალები შეეცდებიან მოკვეთონ დონბასი და უკრაინელი სამხედროები, რომლებიც იცავენ რეგიონს, რათა კრემლს ჰქონდეს, ზელენსკის ოფისთან მოლაპარაკებებისას ბერკეტები.

რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ "სპეციალური ოპერაციის" პირველი ეტაპი თითქმის დასრულებულია და ის ყურადღებას გაამახვილებს დონბასის სრულ "განთავისუფლებაზე".

”ისინი ამას ანიჭებენ მთავარ პრიორიტეტს და ჩვენ ვეთანხმებით, რომ ჩვენი ინფორმაცია ემთხვევა, რუსეთის თავდაცვის მიერ გაჟღერებულს.”, - განუცხადა ოფიციალურმა პირმა  Reuters.

შეერთებული შტატები ადევნებს თვალს რუსული ძალების აგრესიას დონბასის რეგიონში. ”მათ, რა თქმა უნდა, ეს მათი პრიორიტეტია”, - დასძინა სამინისტროს სპიკერმა.

რუსული ჯარები კიევთან ახლოს არიან ჩარჩენილი და თავდაცვით პოზიციებს იკავებენ. პარალელურად უკრაინის არმია თანდათან წინ მიიწევს ჩერნიგოვისკენ.



გერმანია მზადაა უნგრეთის გარეშე, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარი დაუჭიროს
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა
ზელენსკი - ნუ შეუქმნით აგრესორს შთაბეჭდილებას, რომ მსოფლიო არ გაუწევს საკმარის წინააღმდეგობას
პესკოვი აცხადებს, რომ პუტინი ვერ ხედავს ვიქტორ მედვედჩუკის „აზოვსტალის“ მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას