რუსეთის სისასტიკე და გაუპატიურებული ქალების საშინელი ისტორიები ომის ველიდან

რუსი დამპყრობლების მიერ უკრაინელი ქალების გაუპატიურების შესახებ საშინელი ცნობების გამჟღავნება გრძელდება. უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ მსგავს შემზარავ შემთხვევებზე ისაუბრა, რომელიც ბუჩასა და სხვა ქალაქებში დააფიქსირა.

მისი თქმით, კიევის გარეუბანში ქალები და გოგონები 25 დღის განმავლობაში სარდაფში ყავდან გამოკეტილი, ცხრა მათგანი ახლა ორსულადაა.

კიევის დასავლეთით მდებარე სოფელში მცხოვრებ ანას ოკუპანტები დაესხნენ თავს , იარაღით დაემუქრნენ და აიძულეს გაშიშვლება, რის შემდეგაც გააპატიურეს.  

"სანამ ის მე გამუპატიურებდა, კიდევ ოთხი ჯარისკაცი შემოვიდა. მე მეგონა, რომ ეს დასასრული იყო. მაგრამ გადავრჩი", - თქვა მან.  

როდესაც ანა სახლში დაბრუნდა, ქმარი დაჭრილი დახვდა.

„ის ცდილობდა ჩემს გადარჩენას, მაგრამ ტყვიები მოხვდა“, - თქვა მან და დასძინა, რომ მამაკაცის საავადმყოფოში გადაყვანა ვერ მოხერხდა და ორი დღის შემდეგ ის მიყენებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა.

ანა ტირილს არ წყვეტდა თავისი ამბის მოყოლისას. მან აჩვენა, თუ სად დაკრძალეს მან და მისმა მეზობლებმა ქმარი. საფლავის თავზე დგას მაღალი ხის ჯვარი. ქალმა თქვა, რომ დაუკავშირდა ადგილობრივ საავადმყოფოს და მიიღო ფსიქოლოგიური დახმარება.

ანას სახლიდან გზად ჟურნალისტებმა კიდევ ერთი საშინელი ამბავი გაიგეს.

იმავე სოფელში, ოკუპანტებმა 40 წლის ქალი გააუპატიურეს, შემდეგ ყელი გამოჭრეს და სახლის ბაღში დამარხეს.

ჟურნალისტების ვიზიტიდან ერთი დღის შემდეგ პოლიციამ მისი ცხედარი გამოძიებისთვის ამოიღო. ცხედარი იპოვეს შიშველი, ღრმა, გრძელი ჭრილობით კისერზე.

კიევის რეგიონის პოლიციის უფროსმა ანდრეი ნებიტოვმა ისაუბრა კიდევ ერთ საქმეზე, რომელსაც ისინი იძიებენ კიევიდან დასავლეთით 50 კილომეტრში მდებარე სოფელში. სოფლის პირას მდებარე სახლში ცხოვრობდა სამი სულიანი ოჯახი - ოცდაათ წლამდე ცოლი და მათი პატარა შვილი.

"9 მარტს რუსული არმიის რამდენიმე ჯარისკაცი სახლში შეიჭრა. ქმარი ცოლ-შვილის დაცვას ცდილობდა, ამიტომ ეზოში დახვრიტეს", - განაცხადა ნებიტოვმა.

ამის შემდეგ ორმა ჯარისკაცმა გააუპატიურა ჩემი ცოლი, წავიდნენ და  სამჯერ დაბრუნდნენ მის გასაუპატიურებლად. დაემუქრნენ, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში პატარა ბიჭს მოკლავდნენ. შვილის დასაცავად მას წინააღმდეგობა არ გაუწევია,“ - დასძინა კიევის რეგიონის პოლიციის უფროსმა.

როდესაც ოკუპანტები წავიდნენ, სახლი დაწვეს და ოჯახის ძაღლები დახვრიტეს. ქალი შვილთან ერთად გაიქცა, შემდეგ კი პოლიციას მიმართა. 

მანამდე 33 წლის უკრაინელმა ნატალიამ განაცხადა, რომ მას რამდენიმე საათის განმავლობაში მთვრალი რუსი ოკუპანტები აუპატიურებდნენ . გარდა ამისა, მის ქმარს, საკუთარი სახლის ეზოში ესროლეს. 



გერმანია მზადაა უნგრეთის გარეშე, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარი დაუჭიროს
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა
ზელენსკი - ნუ შეუქმნით აგრესორს შთაბეჭდილებას, რომ მსოფლიო არ გაუწევს საკმარის წინააღმდეგობას
პესკოვი აცხადებს, რომ პუტინი ვერ ხედავს ვიქტორ მედვედჩუკის „აზოვსტალის“ მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას