
რუსეთის ლიდერები დაჟინებით ამტკიცებენ, რომ "დასავლეთი არ უნდათ" თუმცა, შვილები საცხოვრებლად და სასწავლებლად ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში ყავთ გაშვებული.
CNN-ის გამოძიების მიხედვით, ერთ-ერთი პირველი ოჯახი, რომლის წინააღმდეგაც დასავლეთმა სანქციები დააწესა, არის რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი პესკოვი.
პესკოვის 24 წლის ქალიშვილი, ელიზავეტა, სოციალურ ქსელში ამბობს, რომ ის თავს "უკეთესად გრძნობს ევროპულ გარემოში" და რუსეთის განათლების სისტემას "ნამდვილ ჯოჯოხეთს" უწოდებს.
პესკოვის ქალიშვილმა განათლების მიღება სკოლის პერიოდშიც კი ევროპიდან დაიწყო. პესკოვი სწავლობდა Ecole des Roches სასწავლებელში, პარიზის მახლობლად, სადაც ერთ წლიანი გადასახადი მამის ხელფასის მეოთხედს უდრის.
პესკოვამ განაგრძო პარიზული განათლება, გაიარა სტაჟირება Louis Vuitton-ში და მიიღო მარკეტინგის ხარისხი ფრანგულ ბიზნეს სკოლაში. მან ასევე გაიარა სტაჟირება ევროპარლამენტში.
ანტიკორუფციული ფონდის ინფორმაციით, პესკოვამ და მისმა დედამ 2016 წელს 2 მილიონ დოლარად იყიდეს 180 კვადრატული ბინა პარიზის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ უბანში.
პესკოვამ საკუთარი თავის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უწოდა "აბსოლუტურად უსამართლო და არაგონივრული" და თქვა, რომ ნაწყენია, რომ შეზღუდვები ხელს უშლის მოგზაურობაში.
მისი ნახევარძმა - მიკოლა ჩოლესი, პესკოვის უფროსი ვაჟი, რომელიც გაიზარდა ინგლისში - მოგზაურობდა მსოფლიოში კერძო თვითმფრინავებით, ფლობდა პირველი კლასის უძრავ ქონებას მოსკოვში და დადიოდა ქალაქში თავისი ძვირადღირებული მანქანების ფლოტით.
რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, რომელმაც 2017 წელს მოუწოდა "პოსტ-დასავლურ" მსოფლიო წესრიგს, თავისი ქალიშვილი ლონდონისა და ნიუ-იორკის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში გაგზავნა.
მის წინააღმდეგ ბოლოდროინდელი სანქციებით, პოლინა კოვალევა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის მთავრობა "ლავროვის დედინაცვალს" უწოდებს, ფლობს $5.8 მილიონიან ბინას ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ რაიონში.
ანტიკორუფციული ფონდის ცნობით, კოვალევამ იყიდა ბინა კენსინგტონში, როდესაც ის 21 წლის იყო.
გაცილებით ნაკლებად თვალსაჩინოა ლავროვის ქალიშვილი, ეკატერინა ვინოკუროვა, ახლა 39 წლის, რომელიც სწავლობდა კოლუმბიის უნივერსიტეტში ნიუ-იორკში და იქვე ცხოვრობდა 17 წლის განმავლობაში, სანამ ლონდონის ეკონომიკის სკოლის მაგისტრის წოდებას მოიპოვებდა.
არც თავად პუტინია გამონაკლისი. რუსული დამოუკიდებელი მედიასაშუალების Proekt-ის გამოძიების მიხედვით, პუტინის საყვარელმა, რომელმაც, სავარაუდოდ, ქალიშვილი გაუჩინა, ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე კვირაში მონაკოში 4,1 მილიონი დოლარის ღირებულების ბინის მფლობელი გახდა.
ხოლო, პუტინის უფროსი ქალიშვილი მარია ჰოლანდიელ ბიზნესმენზე დაქორწინდა. ამბობენ, რომ წყვილი ჰოლანდიაში 3,3 მილიონი დოლარის ღირებულების ბინაში ცხოვრობდა.
8-ოთახიანი ვილა ბიარიცში, საფრანგეთი უკავშირდება მის უმცროს ქალიშვილს, ეკატერინას - მრავალმილიონიანი სასახლე მისმა ყოფილმა ქმარმა კირილ შამალოვმა იყიდა პუტინის დიდი ხნის მეგობარი და მილიარდერი გენადი ტიმჩენკოსგან.
არსებობს ჭორები, რომ პუტინს უფრო მეტი შვილი ჰყავს ქორწინების გარეშე და ისინი, სავარაუდოდ, დასავლეთის ქვეყნებში ცხოვრობდნენ. თუმცა, კრემლი ყოველთვის უარყოფდა ამ ცნობებს.

გარდაცვლილ ვლადიმერ ჟირინოვსკის რუსეთის რადაში პატივი მიაგეს
დედამ შვილი საკუთარი სახლის ეზოში თავისი ხელით დამარხა - უკრაინა
NYT-მა გააანალიზა ბუჩას ქუჩების სატელიტური სურათები, რომლებზეც ნაჩვენებია დაღუპულების ცხედრები
მთავრობის შემადგენლობაში კიდევ ერთი ცვლილება განვახორციელეთ - ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი
სწორედ ამაზე ვსაუბრობდი, რომ თუ ვინმე დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა და ასეც არის - ღარიბაშვილი
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |