შსს-მ დააკავა 22 წლის კაცი, რომელიც ცოლზე და შვილზე ფიზიკურად ძალადობდა, ხოლო სიდედრს მოკვლით ემუქრებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის 22 წლის კაცი დააკავა. 

უწყების ცნობით, ბრალდებულმაფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მცირეწლოვან შვილს, ცოლსა და მეუღლის დედას, რომელსაც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

"ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული დ.გ. მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეზე ძალადობის, მცირეწლოვანი შვილის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მუქარის და ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დ.გ. მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლეს - 1996 წელს დაბადებულ ე.ღ.-ს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 5 აპრილს ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე, წაართვა მას ტელეფონი და დაუმტვრია, რათა პოლიციაში არ დაერეკა, რის შემდეგაც ჩაკეტა სახლში და მეორე დილამდე არ აძლევდა სახლიდან გასვლის შესაძლებლობას.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დ.გ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მცირეწლოვან შვილს და მეუღლის დედას, რომელსაც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიება მიმდინარეობს 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 126 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, 11 პრიმა -126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით, 11 პრიმა-187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 11 პრიმა-143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით,"- წერია განცხადებაში. 

დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 



გერმანია მზადაა უნგრეთის გარეშე, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარი დაუჭიროს
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა
ზელენსკი - ნუ შეუქმნით აგრესორს შთაბეჭდილებას, რომ მსოფლიო არ გაუწევს საკმარის წინააღმდეგობას
პესკოვი აცხადებს, რომ პუტინი ვერ ხედავს ვიქტორ მედვედჩუკის „აზოვსტალის“ მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას