
22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები - აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
მოსამართლე დავით მგელიაშვილის განმარტებით, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ჯგუფური დანაშაული.
ცნობისთვის, 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. საქმეზე თითქმის ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდნენ.
ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

გარდაცვლილ ვლადიმერ ჟირინოვსკის რუსეთის რადაში პატივი მიაგეს
დედამ შვილი საკუთარი სახლის ეზოში თავისი ხელით დამარხა - უკრაინა
NYT-მა გააანალიზა ბუჩას ქუჩების სატელიტური სურათები, რომლებზეც ნაჩვენებია დაღუპულების ცხედრები
მთავრობის შემადგენლობაში კიდევ ერთი ცვლილება განვახორციელეთ - ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი
სწორედ ამაზე ვსაუბრობდი, რომ თუ ვინმე დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა და ასეც არის - ღარიბაშვილი
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |