სუს-მა „ნაცმოძრაობის“ მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.ამის შესახებ ინფორმაციას "პირველი არხი ავრცელებს". 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გამოძიება 325-ე მუხლის 1-ელი ნაწილით არის დაწყებული, რაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას გულისხმობს.

მათივე ინფორმაციით, უწყების მიერ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა უკრაინელ კოლეგებს.

ცნობისთვის, უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ფარგლებში რვა დეპუტატი გაემგზავრება. 

მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან ერთად ვიზიტზე უარი განაცხადა ფრაქციამ „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“.

 



გერმანია მზადაა უნგრეთის გარეშე, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარი დაუჭიროს
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა
ზელენსკი - ნუ შეუქმნით აგრესორს შთაბეჭდილებას, რომ მსოფლიო არ გაუწევს საკმარის წინააღმდეგობას
პესკოვი აცხადებს, რომ პუტინი ვერ ხედავს ვიქტორ მედვედჩუკის „აზოვსტალის“ მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას