ოლადაურში, სახალხო დღესასწაული ,,მარეთობა“ გაიმართა

ოლადაურში,  სახალხო დღესასწაული ,,მარეთობა“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

სახალხო დღესასწაული ადგილობრივებს და დამსწრე საზოგადოებას,  შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ, მთავრობის წევრებმა და საზოგადოება „მარეთის“ თავმჯდომარე, აკაკი მახარაძემ მიულოცეს.

სახალხო დღესასწაული მიზნად ისახავს, მარეთის ხეობისთვის დამახასიათებელი ტრადიციების პოპულარიზაციასა და შენარჩუნებას. დღესასწაულზე გაიმართა კულტურულ-სპორტული ღონისძიებები. მოეწყო ხეობისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ნიმუშებისა და ტრადიციული გასტრონომიის გამოფენა. 

წელს ,,საპატიო მარეთელის“ წოდება 5 მოქალაქეს მიენიჭა, ასევე დაჯილდოვდნენ წარმატებული მოსწავლეები.
დღესვე, გამონათლევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან,

მთავრობის წევრებმა, მოსახლეობას გიორგობა მიულოცეს და  გამონათლევის მიმდებარედ, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

სახალხო დღესასწაული ,,მარეთობა“, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და საზოგადოება ,,მარეთის“ მხარდაჭერით გაიმართა.

 



გერმანია მზადაა უნგრეთის გარეშე, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარი დაუჭიროს
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა
ზელენსკი - ნუ შეუქმნით აგრესორს შთაბეჭდილებას, რომ მსოფლიო არ გაუწევს საკმარის წინააღმდეგობას
პესკოვი აცხადებს, რომ პუტინი ვერ ხედავს ვიქტორ მედვედჩუკის „აზოვსტალის“ მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას