აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, მოსახლეობასთან შეხვედა გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. დღეს მორიგი შეხვედრები  გაიმართა სოფელ ჯაბნიძეებისა და ქიძინიძეების  მოსახლეობასთან.

შეხვედრებს შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან, საკრებულოს მოადგილე გიორგი კეკელიძესთან  და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდა.

მთავრობის წევრებმა, მოსახლეობას მუნიციპალიტეტის და რეგიონის მთავრობის მიერ დაგეგმილი პროექტები  და პროგრამები გააცნეს, მოისმინეს სოფლებში არსებული პრობლემური საკითხები და  ადგილობრივების შეკითხვებს უპასუხეს.

შეხვედრის მიზანს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გაცნობა და მათი  მოგვარების გზებზე ერთობლივი მსჯელობა წარმოადგენს.



გერმანია მზადაა უნგრეთის გარეშე, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარი დაუჭიროს
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა
ზელენსკი - ნუ შეუქმნით აგრესორს შთაბეჭდილებას, რომ მსოფლიო არ გაუწევს საკმარის წინააღმდეგობას
პესკოვი აცხადებს, რომ პუტინი ვერ ხედავს ვიქტორ მედვედჩუკის „აზოვსტალის“ მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას