აზოვსტალის ქარხნაში 27 წლის ქართველი სამხედრო დაიღუპა

უკრაინაში, აზოვსტალის ქარხნაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ტატო ბიგვავა რუსი ოკუპანტებს მიერ ჩამოგდებულ კასეტურ ბომბს ემსხვერპლა. 

როგორც ქართველი მებრძოლის მამა "მთავარ არხთან" საუბრისას ამბობს, რომ მასთან ბოლო კომუნიკაცია 7 მაისს ჰქონდა. 

ტატო ბიგვავა აზოვის პოლკის მეორე ასეულს ხელმძღვანელობდა. უკრაინის სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ის ბატალიონში 2014 წლიდან ირიცხებოდა და დაახლოებით ერთი თვის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა. 
ბიგვავას ოჯახი სოხუმიდან დევნილია. ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან. ცხოვრობდნენ დნეპროპეტროვსკში, თუმცა ოკუპანტებმა ომის დროს, მათი სახლიც გაანადგურეს. 



გერმანია მზადაა უნგრეთის გარეშე, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარი დაუჭიროს
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა
ზელენსკი - ნუ შეუქმნით აგრესორს შთაბეჭდილებას, რომ მსოფლიო არ გაუწევს საკმარის წინააღმდეგობას
პესკოვი აცხადებს, რომ პუტინი ვერ ხედავს ვიქტორ მედვედჩუკის „აზოვსტალის“ მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას