„მეხუთე კოლონა ბატონის სამხედრო ხომალდს მიჰყვება" - პრორუსულმა ფრაქციამ უკრაინის რადაში არსებობა შეწყვიტა

პრორუსულმა ფრაქციამ უკრაინის რადაში არსებობა შეწყვიტა. ამის შესახებ  ინფორმაციას რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო ავრცელებს.

ფრაქციის ლიკვიდაცია დღეს ტრიბუნიდან პირველმა ვიცე-სპიკერმა ალექსანდრე კორნიენკომ გამოაცხადა. დაშლის მიზეზი რაოდენობის ნაკლებობაა, რადგან მათი რაოდენობა 17 დეპუტატზე ნაკლებია.

„უმაღლეს რადაში ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის ფრაქცია ოფიციალურად ლიკვიდირებულია! მეხუთე კოლონა ბატონის სამხედრო ხომალდს მიჰყვება“,- განაცხადა გონჩარენკომ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის პარლამენტში ახალი სახელწოდებით - საპარლამენტო ჯგუფი „სიცოცხლისა და მშვიდობის პლატფორმა“ აღორძინდა. მასში შედიოდნენ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით აკრძალული პარტიის ყოფილი ფრაქციის ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლის წევრები.

14 აპრილს რადამ ფრაქცია „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“ საქმიანობის შეჩერების შესახებ გამოაცხადა.



გერმანია მზადაა უნგრეთის გარეშე, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარი დაუჭიროს
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა
ზელენსკი - ნუ შეუქმნით აგრესორს შთაბეჭდილებას, რომ მსოფლიო არ გაუწევს საკმარის წინააღმდეგობას
პესკოვი აცხადებს, რომ პუტინი ვერ ხედავს ვიქტორ მედვედჩუკის „აზოვსტალის“ მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას