
უკრაინელმა სამხედროებმა, კუნძულ ზმეინთან კიდევ ერთი რუსული ხომალდი „ვსევოლოდ ბობროვი“ დააზიანეს,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩი Feigin Live-ზე ავრცელებს.
არესტოვიმიჩის თქმით, წინასწარი მონაცემები, რომლებიც უნდა დაზუსტდეს, მიუთითებს იმაზე, რომ გემი არ ჩაიძირა, მაგრამ სერიოზულად დაზიანდა.
„კიდევ ერთი ჩერნობაევკა არის ზმეებაევკა. ძვრებიან და ადიან. აბა, აიღეთ ეს უბედური ოთხი ფეხბურთის მოედნის ზომის კუნძული, რომელზედაც დასამალი არსად არის", - აღნიშნა არესტოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ 12 მაისს შავ ზღვაში, რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთი გემი დაკარგა. ხოლო 7 მაისს უკრაინულმა Bayraktar TB2-მა კიდევ ერთი რუსული გემი გაანადგურა.
6 მაისს გავრცელდა ინფრომაცია, რომ შავ ზღვაში მყოფ ფრეგატზე, „ადმირალ მაკაროვზე“ უკრაინული თავდასხმა განხორციელდა, რაზეც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის ინფრომაციას არ ფლობდა.
დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურინ ინფორმაციით, რუსულმა საზღვაო ძალებმა, გემი მოსკვას ჩაძირვის შემდეგ, უკან დაიხიეს და ყირიმში დაბრუნდნენ. რუსეთის მომმარაგებელი ხომალდები შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში მინიმალურადაა დაცული..

გარდაცვლილ ვლადიმერ ჟირინოვსკის რუსეთის რადაში პატივი მიაგეს
დედამ შვილი საკუთარი სახლის ეზოში თავისი ხელით დამარხა - უკრაინა
NYT-მა გააანალიზა ბუჩას ქუჩების სატელიტური სურათები, რომლებზეც ნაჩვენებია დაღუპულების ცხედრები
მთავრობის შემადგენლობაში კიდევ ერთი ცვლილება განვახორციელეთ - ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი
სწორედ ამაზე ვსაუბრობდი, რომ თუ ვინმე დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა და ასეც არის - ღარიბაშვილი
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |