G7 სამიტზე მოლდოვა და უკრაინა მიიწვიეს, საქართველო კი რა

დიდი შვიდეულის (G7) ჯგუფის ინდუსტრიული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩრდილოეთ გერმანიაში შეიკრიბნენ, რათა დაიწყონ სამდღიანი მოლაპარაკებები რიგ საკითხებზე, განსაკუთრებული აქცენტით რუსეთის მიერ უკრაინაში თებერვლის შეჭრის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებზე, როგორიცაა საკვები და ენერგეტიკული უსაფრთხოება.

G7 სამიტზე მოწვეულ ქვეყნებს შორის იყვნენ უკრაინა და მოლდოვა, თუმცა საქართველოს ამ სიაში ვერ მოხვდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი უკვე „გლობალურ კრიზისად" გადაიქცა, ამასთან ამ ეტაპისთვის უკრაინის პორტებში, განსაკუთრებით ოდესაში25 მილიონი ტონა მარცვლეულის მიწოდება დაბლოკილია.

„ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება რუსეთის მიერ განხორციელებული მარცვლეულის ბლოკადის დებლოკირება, როგორ მივიტანოთ მარცვლეული მსოფლიოში“,- განაცხადა ბერბოკმა.

გარდა ამისა, მანამდე ბერბოკმა განაცხადა, რომ ნატო მილიონობით ევროპელის სიცოცხლეზეს პასუხისმგებელი და არ დაუშვებდა, რომ უკრაინაში პუტინის ომი სხვა ქვეყნებშიც გავრცელებულიყო და მესამე მსოფლიო ომად ქცეულიყო.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.

 



გერმანია მზადაა უნგრეთის გარეშე, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარი დაუჭიროს
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა
ზელენსკი - ნუ შეუქმნით აგრესორს შთაბეჭდილებას, რომ მსოფლიო არ გაუწევს საკმარის წინააღმდეგობას
პესკოვი აცხადებს, რომ პუტინი ვერ ხედავს ვიქტორ მედვედჩუკის „აზოვსტალის“ მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას