„ზარი 75 წუთს გაგრძელდა“ - შოლცა და პუტინმა უკრაინასთან მოლაპარაკებები ტელეფონით განიხილეს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ, სატელეფონო საუბარი გამართეს.

შოლცმა სოციალურ ქსელში დაადასტურა ზარი და თქვა, რომ ის პუტინს უკრაინაში ცეცხლის სწრაფი შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერის განცხადებები, რომ ნაცისტები ხელმძღვანელობენ ქვეყანას - "მცდარია".

„მე მას ასევე ვაცნობე რუსეთის პასუხისმგებლობის შესახებ სურსათის მიწოდების გლობალურ სიტუაციაზე“, - დასძინა გერმანიის კანცლერმა.

როგორც კრემლი იუწყება, პუტინმა უთხრა გერმანიის ლიდერს, რომ კონფლიქტის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის მთავრობამ "არსებითად დაბლოკა" და მოსკოვი უკრაინაში „ნაცისტურ იდეოლოგიას“ ებრძვის.

გერმანიის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ზარი 75 წუთს გაგრძელდა. ცეცხლის შეწყვეტის სწრაფად განხორციელების გარდა, შოლცმა მოუწოდა პუტინს სწრაფად „გააუმჯობესოს ჰუმანიტარული სიტუაცია ადგილზე და მიაღწიოს პროგრესს კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის ძიებაში“.



გერმანია მზადაა უნგრეთის გარეშე, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარი დაუჭიროს
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა
ზელენსკი - ნუ შეუქმნით აგრესორს შთაბეჭდილებას, რომ მსოფლიო არ გაუწევს საკმარის წინააღმდეგობას
პესკოვი აცხადებს, რომ პუტინი ვერ ხედავს ვიქტორ მედვედჩუკის „აზოვსტალის“ მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას