
ჩვენ არ ვწყვეტთ მცდელობებს, გადავარჩინოთ ჩვენი ხალხი მარიუპოლიდან და აზოვსტალიდან. - ამის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
მისივე თქმით, მიმდინარეობს ძალიან რთული მოლაპარაკებები ევაკუაციის მისიის მომდევნო ეტაპზე.
„ჩვენ არ ვწყვეტთ მცდელობებს, გადავარჩინოთ ჩვენი ხალხი მარიუპოლიდან და "აზოვსტალიდან". ამჟამად მიმდინარეობს ძალიან რთული მოლაპარაკებები ევაკუაციის მისიის მომდევნო ეტაპზე, რაც მოიცავს მძიმედ დაჭრილებისა და მედიკოსების გაყვანას. საუბარია ადამიანების დიდ რაოდენობაზე." - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

გარდაცვლილ ვლადიმერ ჟირინოვსკის რუსეთის რადაში პატივი მიაგეს
დედამ შვილი საკუთარი სახლის ეზოში თავისი ხელით დამარხა - უკრაინა
NYT-მა გააანალიზა ბუჩას ქუჩების სატელიტური სურათები, რომლებზეც ნაჩვენებია დაღუპულების ცხედრები
მთავრობის შემადგენლობაში კიდევ ერთი ცვლილება განვახორციელეთ - ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი
სწორედ ამაზე ვსაუბრობდი, რომ თუ ვინმე დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა და ასეც არის - ღარიბაშვილი
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |