ბრიტანეთის დაზვერვა - თუ რუსეთი ხერსონში რეფერენდუმს ჩაატარებს, ის შედეგებით მანიპულირებას შეძლებს

ხერსონის მარიონეტული რეჟიმი რუსეთის ფედერაციაში შესვლას ითხოვს. - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.

მათივე თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი სავარაუდოდ, გაყალბებული რეფერენდუმების ჩატარება იყო.

„რუსეთის უკრაინაში შეჭრის გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი სავარაუდოდ, გაყალბებული რეფერენდუმების ჩატარება იყო, რათა უკრაინის რეგიონების უმრავლესობა პრორუსული ხელისუფლების გავლენის ქვეშ მოექცეს. თუმცა რუსეთის მხრიდან მხოლოდ პრორუსული ადგილობრივი ხელმძღვანელობის დანიშვნა მისი ოპერაციის წარუმატებლობაზე მიუთითებს.
თუ რუსეთი ხერსონში რეფერენდუმს ჩაატარებს, ის შედეგებით მანიპულირებას შეძლებს. ამასთან ერთად, ხერსონის ოლქის მოქალაქეები, სავარაუდოდ, ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებენ" - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.



გერმანია მზადაა უნგრეთის გარეშე, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარი დაუჭიროს
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა
ზელენსკი - ნუ შეუქმნით აგრესორს შთაბეჭდილებას, რომ მსოფლიო არ გაუწევს საკმარის წინააღმდეგობას
პესკოვი აცხადებს, რომ პუტინი ვერ ხედავს ვიქტორ მედვედჩუკის „აზოვსტალის“ მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას