პესკოვი აცხადებს, რომ პუტინი ვერ ხედავს ვიქტორ მედვედჩუკის „აზოვსტალის“ მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლი ვერ ხედავს ვიქტორ მედვედჩუკის "აზოვსტალის" მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

პრესმდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში დაკავებული ვიქტორ მედვედჩუკი "აზოვსტალის" ქარხნის დატყვევებულ დამცველებზე გაცვალოს, რადგან მისივე თქმით, საუბარია სხვადასხვა კატეგორიებზე. 

შეგახსენებთ, 12 აპრილს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურმა ორ სისხლის სამართლის საქმეზე ღალატში ეჭვმიტანილი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავა. სახალხო დეპუტატი შინაპატიმრობას თებერვლის ბოლოს  გაექცა .

SBU-მ განმარტა, რომ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მედვედჩუკი კიევის გარეუბანში დააკავეს. სადაზვერვო სამსახურმა დაამატა, რომ რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სახალხო დეპუტატის ჯერ პრიდნესტროვიში, შემდეგ კი მოსკოვში წაყვანა სცადა .



ნუთუ უკრაინას არ გადაუხდია საკმარისი თანხა ნატო-ში გასაწევრიანებლად - ზელენსკის მიმართვა მადრიდის სამიტზე
ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ჯონსონს შეხვდა და საქართველოში მიიწვია
„ოცნებიდან’ წასული დეპუტატები - ვერ ვთანხმდებით მხოლოდ ერთზე - რა დოზით უნდა ვუთხრათ სიმართლე საზოგადოებას
საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს - რა წერია რეზოლუციაში