გერმანია მზადაა უნგრეთის გარეშე, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარი დაუჭიროს

გავაფრთხილე უნგრეთი, არ დაბლოკოს მცდელობები, რათა დაწესდეს ევროკავშირის მასშტაბით ემბარგო რუსული ნავთობის იმპორტზე უკრაინაში ომის საპასუხოდ. - ამის შესახებ განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა.

მისივე თქმით, გერმანია მზადაა უნგრეთის გარეშე, ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარი დაუჭიროს.

"თუ ევროკავშირის პრეზიდენტი იტყვის, რომ 26 ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, უნგრეთის გარეშე, აპირებს, აირჩიოს ეს გზა და დააწესოს ემბარგო, მე მხარს დავუჭერ. თუმცა, ეს შემოთავაზება ევროკავშირისგან ჯერ არ ყოფილა". - განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის 27 სახელმწიფოს შორის უნგრეთი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების წინააღმდეგია.



ნუთუ უკრაინას არ გადაუხდია საკმარისი თანხა ნატო-ში გასაწევრიანებლად - ზელენსკის მიმართვა მადრიდის სამიტზე
ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ჯონსონს შეხვდა და საქართველოში მიიწვია
„ოცნებიდან’ წასული დეპუტატები - ვერ ვთანხმდებით მხოლოდ ერთზე - რა დოზით უნდა ვუთხრათ სიმართლე საზოგადოებას
საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს - რა წერია რეზოლუციაში