საქართველოს მოქალაქე პოლონეთში ქმარმა მოკლა - 26 წლის გოგოს მეუღლემ ყელი გამოჭრა და სახლს ცეცხლი წაუკიდა

საქართველოს მოქალაქე პოლონეთში ქმარმა მოკლა. 26 წლის ანა ყალიჩავას მეუღლემ ყელი გამოჭრა და კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდა. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა.

ახალგაზრდა გოგო ზუგდიდიდან იყო და მიგრაციაში მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან  შვილთან ერთად იმყოფებოდა. 

ქალის უფლებებს ორგანიზაცია საფარი იცავდა, რომელიც წერს, რომ მის დახმარებას საქართველოდან ცდილობდნენ, ქალს 3-ჯერ გამოუძახეს პოლიცია, რის შემდეგაც, ქმარი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს.
 
"ორშაბათს გვქონდა ბოლოს კავშირი ამ გოგოსთან, ოთხშაბათს მოუკლავს ქმარს, ორივე საქართველოს მოქალაქე იყო... დილიდან ყველა ვტირით... იქნებ რაღაც კიდე შეგვეძლო იმ შაბათ-კვირას, მაგრამ გვქონდა პოლიციის იმედი, ამაოდ... დავაყენებთ პოლონეთის პასუხისმგებლობის საკითხს სტრასბურგში, აქედანაც მოვახერხებთ მაგას, მაგრამ იმ გოგოს რა გააცოცხლებს? არ შეიძლება მოძალადეების ასე დაუსჯელად გამოშვება და რისკების არშეფასება, მაგრამ ესმის ეს ვინმეს ან აქ, ან იქ?",- წერს ბაია პატარაია. 



ერდოღანმა და პუტინმა ურთიერთობის გაუმჯობესება და უკრაინის ომის დასრულება განიხილეს
SOLO-ს მხარდაჭერით SITUATIONIST -ი პარიზის მოდის კვირეულზე წარსდგა
ალიევი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ერთიანი პლატფორმის შექმნა მნიშვნელოვანია
წილოსანი ლომჯარიას - ვინ მოგცათ უფლება, რომ კობახიძეს ლეგიტიმაციას უწუნებთ ან კითხვის ქვეშ აყენებთ