
საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენი, რომლითაც „რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იქნა დამნაშავედ ცნობილი. განაჩენის შესწავლის შედეგად სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია როგორც მსჯავრდების, ისე - სასჯელის განსაზღვრის კუთხით.
ომბუდსმენის დასკვნით, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი, სამართლებრივი მსჯელობის, ანალიზისა და თანმიმდევრულობის უკიდურესი სიმწირის გამო, შეიძლება შეფასდეს, როგორც არსებითად დაუსაბუთებელი, სადაც სასამართლომ ყველა მნიშვნელოვან სამართლებრივ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა.
"ყველაზე პრობლემური საკითხი, ორივე ეპიზოდთან დაკავშირებით, სისხლისსამართლებრივი შინაარსისაა - მოსამართლემ საერთოდ არ შეაფასა და არ იმსჯელა, თუ რა შემთხვევებში შეიძლება გახდეს საკორპორაციო-სამართლებრივი ქმედება (მენეჯერის გადაწყვეტილება) სისხლისსამართლებრივად რელევანტური, როდის და რა გარემოებების არსებობის შემთხვევაში საჭიროებს იგი სისხლისსამართლებრივ სანქცირებას და რატომ იყო ეს შემთხვევა ამ განზომილების
მქონე. გარდა ამისა, მოსამართლე ფაქტობრივი გარემოების განხილვისას დაეყრდნო ფარული საგამოძიებო მოქმედებით მიღებულ ინფორმაციას, რისი უფლებაც სსკ 220-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში არ გააჩნდა.
მოსამართლემ არ დაასაბუთა გამოყენებული საპატიმრო სასჯელის არც სახე და არც ზომა, ხოლო სასამართლოს მეგობრის მოსაზრებებში განხილული საკითხები არ გაიზიარა ისეთი არგუმენტების მოშველიებით, რომელიც საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტს",- წერია ანგარიშში.
საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული შეწყალების უფლებამოსილება.

თავდასხმა ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფზე დოლიძის ქუჩაზე
თავდასხმა ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფზე დოლიძის ქუჩაზე
ღარიბაშვილი 5 ივლისის მოვლენებზე - ლგბტ და სირცხვილია იყო მარშის ორგანიზატორი და უნდოდათ დაპირისპირება და ქვეყნის დანგრევა
ზურაბიშვილი - პრემიერის გამოსვლა იყო ნეგატიური და შეურაცხმყოფელი გზავნილი ევროპისთვის
ხაბეიშვილი პრემიერს - ევროკავშირი იმას კი არ ჩაგიწერდა ცოლს ტყე არ აჩუქოო
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |