თურქეთი საქართველოში დაკავებული გალიფ ოზთურქის ექსტრადირებას ითხოვს

თურქეთი საქართველოში დაკავებულ ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის ექსტრადირებას ითხოვს.

როგორც საქართველოში თურქეთის ელჩმა,  ფატმა ჯერენ იაზგანიმ ბიზნესფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, გალიფ ოზთურქის  დამნაშავედ ცნეს და მისი გასამართლება 2018 წელს დასრულდა, რა დროსაც, თურქეთმა მოითხოვა მისი ექსტრადირება და ახლაც იგივე სურთ. 

"ის საქართველოს მოქალაქეა, შეიძლება ითქვას, ქართველი ბიზნესმენი. ის დამნაშავედ ცნეს და მისი გასამართლება 2018 წელს დასრულდა. მაშინ, ჩვენ მოვითხოვეთ მისი ექსტრადირება და ახლაც ველით ამას. ამჟამად ის გასამართლებულია როგორც საქართველოს მოქალაქე, რა თქმა უნდა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და არა როგორც თურქეთის მოქალაქე, თუმცა ჩვენ კვლავ ვითხოვთ მის ექსტრადირებას", - განაცხადა თურქეთის ელჩმა. 

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი 31 მაისს ბათუმში დააკავეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები.



ნუთუ უკრაინას არ გადაუხდია საკმარისი თანხა ნატო-ში გასაწევრიანებლად - ზელენსკის მიმართვა მადრიდის სამიტზე
ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ჯონსონს შეხვდა და საქართველოში მიიწვია
„ოცნებიდან’ წასული დეპუტატები - ვერ ვთანხმდებით მხოლოდ ერთზე - რა დოზით უნდა ვუთხრათ სიმართლე საზოგადოებას
საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს - რა წერია რეზოლუციაში