უკრაინის დაზვერვა - რუსეთი ხანგრძლივი ომისთვის ემზადება

რუსულმა ძალებმა გააგრძელეს ომის დაგეგმვა მომდევნო 120 დღით, 2022 წლის ოქტომბრამდე,- განაცხადა უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილემ ვადიმ სკიბიცკიმ.

დაზვერვის წარმომადგენელმა განმარტა, რომ რუსული ძალები ამ  გეგმას დონბასში მათი წარმატებების მიხედვით შეცვლიან.

„თუ პირველი გეგმა ჰქონდათ 10-14 დღე და უკრაინის სრული ოკუპაცია, მერე ამ გეგმების შეცვლა დაიწყო, შესწორებები გაკეთდა. ფაქტობრივად, ყოველ 30 დღეში ისინი ავითარებენ ახალ გეგმებს. შესაბამისად, ცალსახად გვაქვს დადასტურებული მონაცემები, რომ მათ შემდეგი გეგმა აქვთ 120 დღის განმავლობაში“, — განაცხადა მან.

სკიბიცკი ასევე ამბობს, რომ რუსულ ძალებს რეზერვში ჰყავთ დამატებით 40 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი, მას შემდეგ რაც 103 უკვე განათავსეს უკრაინაში. 

უკრაინის ოფიციალური პირები დასავლეთისგან შეტევითი და თავდაცვითი აღჭურვილობის მიწოდებას ითხოვენ, განსაკუთრებით რუსეთის არტილერიის უპირატესობასთან საბრძოლველად. უკრაინის ჩრდილოეთ ოპერატიული სარდლობის ხელმძღვანელმა დმიტრო კრასილნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალები განიცდიან შორ მანძილზე საარტილერიო სისტემების დეფიციტს, ხოლო რუსული არტილერია აგრძელებს უკრაინული ქვეითების დაძლევას. 

აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ სევეროდონეცკში ინტენსიური ბრძოლა გრძელდება,- აცხადებს ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი სერგეი გაიდაი.

მისი თქმით სევეროდონეცკში, ქიმიურ ქარხანაში გუშინ განხორციელებულმა რუსულმა საჰაერო იერიშმა ფართომასშტაბიანი ხანძარი გამოიწვია.

" გუშინ ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც აზოტის ქარხანაში დაზიანებული რადიატორებიდან ათობით ტონა ნავთობმა გამოჟონა.ქარხანას ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს,"- აცხადებს გაიდაი.

შეგახსენებთ, გუშინ გაიდაიმ დაადასტურა, რომ სევეროდონეცკის უმეტესი ნაწილი ახლა რუსი სამხედროების კონტროლის ქვეშაა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 32 150-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 24 თებერვლიდან 12 ივნისის დილის 6.00 საათისთვის ასეთი

 აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ აღრიცხვას არ აკეთებს თავად რუსეთი. 



თეა წულუკიანმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში არჩევნები გააუქმა
ნათია თურნავა ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა
რინკევიჩი - EU-ის რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს
სატვირთო ავტომობილის გამართულობა - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“