ვოლოდიმირ ზელენსკი ბორის ნემცოვის პრემიის ლაურეატი გახდა

2022 წელს ბორის ნემცოვის პრემიის ლაურეატი გახდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ამის შესახებ კვირას ბორის ნემცოვის თავისუფლების ფონდმა განაცხადა.

ანგარიშის მიხედვით, წელს ფონდმა ჯილდოზე მხოლოდ უკრაინის საზოგადოებრივ მოღვაწეთა და პოლიტიკოსთა კანდიდატურების წარდგენა გადაწყვიტა. მათ შორის იყვნენ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, ანსამბლ "ოკეან ელზის" ლიდერი, სვიატოსლავ ვაკარჩუკი, მეომარ-მედიკოსთა დანაყოფის დამფუძნებელი იულია პაევსკაია (Tyra), უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი და სხვები. დამფუძნებლებისა და ფონდის საბჭოს სარეიტინგო კენჭისყრის შედეგების მიხედვით, გამარჯვებული უკრაინის პრეზიდენტი გახდა.

"ნემცოვის ფონდი გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. თავად ბორის ნემცოვი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ომს უკრაინასთან. 2014 წელს მან მოსკოვში უამრავი აქცია გამართა ამ ომის წინააღმდეგ. მას ესმოდა, რომ პუტინი უკრაინასთან ომს აჩაღებდა, რადგან არ სურდა, რომ ეს ქვეყანა ევროპის ნაწილი გამხდარიყო. უკრაინას სწრაფ გამარჯვებას ვუსურვებ და ეს პატრიოტულ პოზიციად მიმაჩნია, რადგან უკრაინის გამარჯვება ავტორიტარული პუტინის რეჟიმის დამარცხებაა, ეს ჰუმანიზმის ღირებულებების გამარჯვებაა",–განაცხადა ფონდის თანადამფუძნებელმა ჟანა ნემცოვამ.

წინა წლებში "დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დაცვის განსაკუთრებული გამბედაობისთვის" ჯილდოს ლაურეატები ხდებოდნენ მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები. ,მათ შორის : პოლიტიკოსები ალექსეი ნავალნი და ლევ შლოსბერგი, სამოქალაქო აქტივისტები კონსტანტინე კოტოვი, ანასტასია შევჩენკო, ილდარ დადინი და ნადეჟდა მიტიუშკინა



კიევში ლიეტუვის, პოლონეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ
კიევში ლიეტუვის, პოლონეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ
ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით 2 პირი დააკავეს
უკრაინის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსულმა არმიამ 86 710-მდე ჯარისკაცი დაკარგა