უკრაინას და მოლდოვას სტატუს მისცემენ და საქართველოს არა? - განცხადებები კიევში

ევროპულ საბჭოში ერთიანი პოზიციით წარვდგები და უკრაინას მხარს დავუჭერ. ეს ეხება მოლდოვასაც. - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.

მისივე თქმით, დღეს რუსეთი ევროპაში საზღვრების შეცვლას ცდილობს, რასაც არ შეეგუებიან.

""პარტნიორებთან ერთად კიევში ჩამოვედი რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო  ჩემი მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ერის მიმართ. დღეს რუსეთი ევროპაში საზღვრების შეცვლას ცდილობს, რასაც არ შევეგუებით. მხარს ვუჭერთ უკრაინის მიერ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვას. გერმანია უკრაინას შეიარაღებით ეხმარება. დღეს კიევში კონკრეტული მესიჯით ჩამოვედით. უკრაინა ევროპული ოჯახის წევრი უნდა გახდეს. ევროპული გზაზე სამოძრაოდ და ევროკავშირში გასაწევრიანებლად მთავარია, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება. ევროპულ საბჭოში  ერთიანი პოზიციით წარვდგები და უკრაინას მხარს დავუჭერ. ეს ეხება მოლდოვასაც. ევროკავშირში გასაწევრიანებლად აუცილებელია დემოკრატიული სახელმწიფო სადაც კანონის უზენაესობა  დაცულია. ეს ის კრიტერიუმებია რაც ევროპულ ქვეყნებს აერთიანებს და სხვა ქვეყნებისგან განგვასხვავებს". - ნათქვამია განცხდებაში.

ოთხივე ევროპელი ლიდერი, რომლებიც 16 ივნისს ეწვივნენ უკრაინას, მხარს უჭერენ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის „დაუყოვნებელ“ სტატუსს,- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.

Reuters-ის ინფორმაციით, მაკრონმა, გერმანიის, იტალიისა და რუმინეთის ლიდერებთან ერთად კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას დასძინა, რომ საფრანგეთი გააძლიერებს იარაღის მიწოდებას უკრაინაში, რათა დაეხმაროს მის ძალებს რუსეთის შემოჭრის თავიდან აცილებაში.

მიწოდება მოიცავს კიდევ ექვს მძლავრ სატვირთოზე დამაგრებულ საარტილერიო იარაღს, თქვა მაკრონმა და დასძინა, რომ ლიდერები „აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ მარტო უკრაინამ გადაწყვიტოს თავისი ბედი“.

მაკრონი უკრაინაში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან და რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან ერთად გაემგზავრა.

შოლცმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მოლდოვასთვის.

იტალიის პრემიერმინისტრი მარიო დრაგი კიევში, სადაც საფრანგეთის და რუმინეთის პრეზიდენტებთან და გერმანიის კანცლერთან ერთად იმყოფება. ცოტა ხნის წინ ემანუელ მაკრონმაც თქვა, რომ ოთხივე ქვეყანა ემხრობა უკრაინისთვის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას. 

"ყველაზე დიდი გზავნილი, რომელიც გვინდა ამ მოგზაურობით გავახმოვანოთ, არის ის, რომ იტალიას სურს უკრაინა ევროკავშირში. იტალია, საფრანგეთი და გერმანია აქ არიან, რათა უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადონ უკრაინას." - აცხადებს მარიო დრაგი.

ზელენსკიმ მოუწოდა ევროკავშირს შესთავაზოს მის ერს ბლოკში გაწევრიანება შემცირებული პროცედურის გზით და განაცხადა, რომ ეს იქნება „ძლიერი პასუხი“ რუსეთის არაპროვოცირებულ შემოჭრაზე.

ბლოკის ლიდერები ამ საკითხს ბრიუსელში 23-24 ივნისს განიხილავენ.

პრესკონფერენციაზე საუბრისას ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის შეჭრა აგრესიას უტოლდება მთელი ევროპის წინააღმდეგ და რომ რაც უფრო მეტ იარაღს მიიღებს უკრაინა დასავლეთისგან, მით უფრო სწრაფად შეძლებს მისი ოკუპირებული მიწის გათავისუფლებას.

უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე განიხილა რუსეთის წინააღმდეგ შემდგომი სანქციები და ომის შემდგომი რეკონსტრუქცია.



კიევში ლიეტუვის, პოლონეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ
კიევში ლიეტუვის, პოლონეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ
ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით 2 პირი დააკავეს
უკრაინის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსულმა არმიამ 86 710-მდე ჯარისკაცი დაკარგა