რატომ შეკრიბა პრეზიდენტმა მცირეოდენი ხალხი რიყეზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის მოედანზე. მან აქციაზე არმისვლის შესახებ მმართველი გუნდის ერთერთ არგუმენტს უპასუხა. ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის დაანონსებული აქციის შესახებ თქვა, რომ "ჩვენ გვაქვს ბევრად დიდი გამოცდილება აქციებთან მიმართებით და ვიცით, როგორ არის უკეთ შესაძლებელი ადამიანების მობილიზება აქციის გარშემო. ასეთ დროს, როდესაც პრაქტიკულად ორი დღით ადრე აანონსებ აქციას, არის მაღალი რისკი იმისა, რომ ეს აქცია წარმატებით ვერ შედგეს".

აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა არის მოსული თავისუფლად, არავის აქვს სხვაზე მეტი უფლება. ეს არის რიგითი მოქალაქეების გამოხატულება და არა ჩემი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. 

ზურაბიშვილის თქმით, მას არ ჰქონდა მოლოდინი, რომ პოლიტიკური პარტიები შეიკრიბებოდნენ. 

"აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა არის მოსული თავისუფლად, არავის აქვს სხვაზე მეტი უფლება. ეს არის რიგითი მოქალაქეების გამოხატულება და არა ჩემი. მე აქ პრეზიდენტი არ ვარ, ზოგჯერ ეს ერთ ან მეორე მხარეს ავიწყდება. მე ვარ ერთი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე და სწამს, რომ ამ ქვეყანას სხვა მომავალი არ აქვს. და სანამ შევძლებ სადაც ვარ იმ ადგილიდან და თუ საჭირო გახდა, სხვა ადგილიდანაც, ყველაფერს გავაკეთებ რომ ეს განხორციელდეს. მე არ ველოდებოდი რომ პოლიტიკური პარტიები შეიკრიბებოდნენ, ამას არც ველოდებოდი, ეს არის რიგითი მოქალაქეების შეკრება. სადაც არის პოლიტიკური მოწოდებები, პრეზიდენტი ვერ წავა ერთზე ან მეორეზე.

ჩემთვის ორგანიზება არ ნიშნავს მიკროავტობუსებით ჩამოყვანას და აქტივისტები შეკრებას ეს არის გამოხატვაა თავისუფლების ერის, თავისუფლების ხედით. ეს უნდა ვისწავლოთ და ნელ-ნელა ვისწავლით. მნიშვნელოვანია ამას ხელი არ შეუშალოს. დღევანდელი დღე არავისთან შეჯიბრი არ იყო.",- განაცხადა ზურაბიშვილმა. 

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციაზე პირველი არხის ეთერში ისაუბრა. 

"ჩვენი განმარტება რაც იყო, გამართლდა. ჩვენ ვამბობდით, რომ მოუმზადებელი იყო აქცია, საქართველოში ევროინტეგრაციას მხარს უჭერს მოსახლეობის 80%. აქციაზე მისული იყო 300 ადამიანი, საიდანაც 200-ზე მეტი იყო პრეზიდენტი, ელჩები, ჟურნალისტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები. პოლიციელები პლუს. როცა ასეთი მოუმზადებელი ინიციატივით გამოდიხარ, მინიმუმ უნდა შეეკითხო. ტექნიკური მხარეც რომ ავუღოთ, მერია ვიღაცა ხომ უნდა გაეფრთხილებინა, რომ უნდა შეზღუდულიყო მოძრაობა. [...] სამწუხაროდ არ გვიჯერებს ხოლმე რაღაცებში სალომე ზურაბიშვილი და თვითონ უბრუნდება მერე ეს ყველაფერი.' - განაცხადა კობახიძემ.

ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, რომელიც დღეს პრეზიდენტის აქციაზე იმყოფებოდა ოპოზიციის ნაწილმა შარლ მიშელის დოკუმენტი ერთი წლის განმავლობაში "აბულინგა", ხოლო ხელისუფლებამ "საერთოდ გადახია". TV პირველის ეთერში ხაზარაძემ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებაზე თქვა, რომ "თუ აგინებ თუ კრიტიკაში გყავს, ქვეყნის მტრებად აცხადებ, იმათაც თავმოყვარეობა აქვთ". სწორედ ამის შემდეგ მოიყვანა ლელოს ლიდერმა მაგალითად შარლ მიშელის დოკუმენტი.

"ხვალ უნდა გაჟღერდეს ევროპული საბჭოს დასკვნა, აი, ვეკითხები ოპოზიციას, ვინ არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი? ვინ არის? შარლ მიშელი ხომ არის? რომლის დოკუმენტი ერთი წლის განმავლობაში აბულინგა ერთმა ნაწილმა და მეორე ნაწილმა, რომელიც ხელისუფლებაშია, გადახია საერთოდ. როგორ შეგიძლიათ, რომ ერთი წერტილიდან მეორე წერტილში მიხვიდეთ? მე ლოგიკას ვერ ვხედავ" - თქვა ხაზარაძემ.
ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკომისიის დაკვნიდან ერთ კვირაში ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შესახებ კარლ ჰარცელმა ევროპის მოედანზე, პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ აქციაზე განაცხადა.

,,მე არ შემიძლია გითხრათ, როდის გამოაქვეყნებს ევროკომისია დასკვნას, ისინი ჯერ კიდევ მუშაობენ მასზე, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ხვალ დასკვნა აუცილებლად გასაჯაროვდება. მოსაზრებები, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინაზე განხილული იქნება ყველა წევრ სახელმწიფოს შორის. ჩვენ ველოდებით, რომ ერთი კვირის თავზე ევროპული საბჭო და წევრი სახელმწიფოები თავად დააფიქსირებენ აზრს იმ დასკვნაზე დაყრდნობით, რომელიც ხვალ გავრცელდება“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.
 საქართველოში გერმანიის სრულუფლებიანმა ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ევროპის მოედანზე პრეზიდენტის მიერ 

ორგანიზებულ აქციაზე მედიასთან განაცხადა, რომ ეს საღამო მთლიანად ევროპას ეძღვნება და მნიშვნელოვანია, მოხდეს პროგრესი ევროპულ გზაზე.

,,ეს საღამო ევროპას შეეხება. სხვა რამ ამ საღამოს არ არის მნიშვნელოვანი. ეს არ არის მთავრობის შეკრება. რამდენიმე ადამიანს ველაპარაკე, ისინი მკაფიოდ უჭერენ მხარს ევროკავშირს, მათ უნდათ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს და პოლიტიკური პარტიებისგან სწორად ამას მოელიან.

მოლოდინი მაქვს, რომ ერთი კვირის განმავლობაში, ევროპის საბჭოს შეხვედრის შემდეგ საქართველოს, მთავრობის მეთაურებს უკვე ექნებათ გარკვეული პროგრესი ევროპულ გზაზე. არ აქვს მნიშვნელობა ეს დიდი ნაბიჯი იქნება თუ პატარა ნაბიჯი. მაგრამ იმედი მაქვს, რომ იქნება პროგრესი და ხალხის მხარდაჭერით და პოლიტიკური ძალების სრული ჩართულობით, საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას, საქართველოს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ევროკავშირის წევრობის გზა”, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.



ნუთუ უკრაინას არ გადაუხდია საკმარისი თანხა ნატო-ში გასაწევრიანებლად - ზელენსკის მიმართვა მადრიდის სამიტზე
ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ჯონსონს შეხვდა და საქართველოში მიიწვია
„ოცნებიდან’ წასული დეპუტატები - ვერ ვთანხმდებით მხოლოდ ერთზე - რა დოზით უნდა ვუთხრათ სიმართლე საზოგადოებას
საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს - რა წერია რეზოლუციაში