„დამოუკიდებელი მედიის გარემოს უზრუნველყოფა, გენდერული თანასწორობა და დეოლიგარქიზაცია“- EU-ს პირობები საქართველოს

ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით შეფასებითი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია იმ პირობებზე, რომელიც ქვეყანამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამდე უნდა შეასრულოს.

შეფასება ეფუძნება კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, რომლებიც დაკავშირებულია ინსტიტუტების სტაბილურობასთან, დემოკრატია, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და უმცირესობების დაცვის გარანტიებთან.

აღნიშნული ქმედებების შემდეგ, ევროკომისიის შეფასების საფუძველზე,ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მიენიჭოს თუ არა აღნიშნულ ქვეყნებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ამასთან, შესაძლებელია, რომ საბჭომ ქვეყანას დაუყენოს წინაპირობები კავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.

შეგახსენებთ, რომ 3 მარტს საქართველომ და მოლდოვამ, ევროკავშირის წევრობის განაცხადი წარადგინა, 11 აპრილს თბილისმა მიიღო წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. 2 და 10 მაისს კითხვარის პირველ და მეორე ნაწილების შევსების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ დოკუმენტი ბრიუსელში გაგზავნა.

გადაწყვეტილება სტატუსის მინიჭების შესახებ ცნობილი 23-24 ივნისს გახდება. 

 



კიევში ლიეტუვის, პოლონეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ
კიევში ლიეტუვის, პოლონეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ
ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით 2 პირი დააკავეს
უკრაინის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსულმა არმიამ 86 710-მდე ჯარისკაცი დაკარგა