სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „ალტ-ინფო” 217,483 ლარით დააჯარიმა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „ალტ-ინფო” 217,483 ლარით დააჯარიმა,- ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ირაკლი მექვაბიშვილის პასუხიდან ირკვევა, რომელიც მან დეპუტატ პაატა მანჯგალაძეს გაუგზავნა.

დოკუმენტის მიხედვით, პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის პროცესში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოავლინა პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული არაფულადი შემოწირულებები რაც პარტიამ არ დაადეკლარირა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დადგენილი წესით. აღნიშნულ ფაქტზე პარტია ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა შემოწირულების, ჯამში, 72 494 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა და − ჯარიმა შემოწირულების ორმაგი ოდენობით − 144 988 ლარი.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის თანახმად, პარტიის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებები.

გიგზავნით ინფორმაციას პარტიის შემომწირველი პირების, შემოწირულებების სახისა და ოდენობის შესახებ (იხ. დანართი 1), რომელიც საჯაროა და გამოქვეყნებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ვებგვერდზე www.monitoring.sao.ge.

ამასთანავე გაცნობებთ, რომ პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის პროცესში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოავლინა პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული არაფულადი შემოწირულებები (ოფისების რემონტისა და ბრენდირების ხარჯების დაფინანსება სხვა პირების მიერ, საოფისე ფართის განკარგვა საიჯარო ვალდებულებების გარეშე), რაც პარტიამ არ დაადეკლარირა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დადგენილი წესით. აღნიშნულ ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

პარტია ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის პირველი და მეოთხე ქვეპუნქტებით და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა შემოწირულების, ჯამში, 72 494 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა და − ჯარიმა შემოწირულების ორმაგი ოდენობით − 144 988 ლარი. ჩვენ მიერ გამოვლენილ არაფულად შემოწირულებებთან დაკავშირებით, გიგზავნით ინფორმაციას შემომწირველი პირების, შემოწირულებების სახისა და ოდენობების შესახებ (იხ. დანართი 2).

რაც შეეხება ტელევიზია „ალტ-ინფოს“ დაფინანსების საკითხს, გაცნობებთ, რომ აღნიშნული სცდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კომპეტენციას. შესაბამისად, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას მოგაწოდოთ ტელევიზიის დაფინანსების შესახებ თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია“,- აღნიშნულია დოკუმენტში.



ნუთუ უკრაინას არ გადაუხდია საკმარისი თანხა ნატო-ში გასაწევრიანებლად - ზელენსკის მიმართვა მადრიდის სამიტზე
ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ჯონსონს შეხვდა და საქართველოში მიიწვია
„ოცნებიდან’ წასული დეპუტატები - ვერ ვთანხმდებით მხოლოდ ერთზე - რა დოზით უნდა ვუთხრათ სიმართლე საზოგადოებას
საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს - რა წერია რეზოლუციაში