კრამონმი და გრეგოროვა ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლას გამოეხმაურნენ

ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ პლენარულ სხდომას ევროპარლამენტარები გამეხმაურნენ.

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ ღარიბაშვილს პირადად სთხოვა GLOBSEC-ზე ბრატისლავაში შეხვედრა, რაზეც სამწუხაროდ, პასუხი არ მიუღია.

აღნიშნული ქმედებით, კრამონი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას სალომე სამადაშვილის შესახებ.

„მე მას პირადად ვთხოვე GLOBSEC-ზე ბრატისლავაში შეხვედრა. სამწუხაროდ, პასუხი არ მიმიღია. ნამდვილად ვნანობ ამას. მაგრამ სხვა რა შეგვეძლო?“,- წერს კრამონი.

ცნობისთვის, რომ დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ

„ლელოს”დეპუტატი სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და ითხოვდა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ. ამასთან, პრემიერმა სამადაშვილს ქვეყნის მოღალატე უწოდა.

კრამონის გადრა, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ქართული ოპოზიცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებოდა, ასევე ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა გამოეხმაურა .

გრეგოროვას თქმით, ოპოზიციის თითოეული წევრი მხარს უჭერდა საქართველველოს ევროინტეგრაციას.

„ბრიუსელში იყავით? მე ვერ გნახეთ, თუმცა შეხვედრები მქონდა ოპოზიციასთან და თითოეული მათგანი თითქმის გვთხოვდა კანდიდატის სტატუსზე, ამიტომ ნუ იტყუებით. ჩამოდით ბრიუსელში და შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ნუ იქნებით პრობლემა, იყავით გამოსავალი", - წერს მარკეტა გრეგოროვა.

შეგახსენებთ, პარლამენტში საქართველოს მთავრობის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის სხდომა მიმდინარეობს.



ილია მეორე - საზღვარგარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, თქვენ ჩვენი ფიქრი, ტკივილი და ამასთან, იმედიც ხართ
საქართველოს პრეზიდენტმა, 26 მაისის ღონისძიებაზე პროტოკოლის დარღვევის გამო უკმაყოფილება გამოთქვა
პუტინი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე - მეგონა ყველა მადლობას იტყოდა, მაგრამ გადაწყვეტილებას გაუგებარი ქარიშხალი მოჰყვა
ფაშინიანი ღარიბაშვილსა და ზურაბიშვილს - გარწმუნებთ, რომ სომხეთი საქართველოსთვის საიმედო მეგობარია და ეს ასე დარჩება