
სალომე ზურაბიშვილმა მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო,- ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური ვეტო.
„დღეს ვიყენებ ვეტოს კანონზე, რომელიც ეხება მოსმენებს და მოსმენების გაფართოებას, ამდენად, ადამიანის უფლებების შეზღუდვას. ვიყენებ იმიტომ, რომ ეს უნდა იყსო ნიშანი, რომ მე არ ვეთანხმები და ასე მიიღეთ, მე ვიცი, რომ იქნება დაძლეული და არ შეცვლის შინაარსობრივად, მაგრამ ეს იქნება ყოველივე კანონზე, რომელიც ამ 6 თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, მე დავადებ ვეტოს და ავხსნი, რატომ ვადებ ვეტოს. ეს არის პოლიტიკური ვეტო უფრო, ვიდრე სამართლებრივი”,- განაცხადა პრეზიდეტმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული კანონი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადების შესახებ ცვლილებებს გულისხმობს.
ფარული საგამოძიებო მოქმედებები მოიცავს: სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებას,ფარულ ფოტო/ვიდეო/აუდიო ჩაწერას და საკომუნიკაციო არხებიდან ინფორმაციის მოხსნას.
მიღებული ცვლილებების შედეგად, ფარული საგამოძიებო მოქმედებები 9 თვემდე გახანგრძლივდება.
აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 7 ივნისს მიიღო.

თავდასხმა ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფზე დოლიძის ქუჩაზე
თავდასხმა ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფზე დოლიძის ქუჩაზე
ღარიბაშვილი 5 ივლისის მოვლენებზე - ლგბტ და სირცხვილია იყო მარშის ორგანიზატორი და უნდოდათ დაპირისპირება და ქვეყნის დანგრევა
ზურაბიშვილი - პრემიერის გამოსვლა იყო ნეგატიური და შეურაცხმყოფელი გზავნილი ევროპისთვის
ხაბეიშვილი პრემიერს - ევროკავშირი იმას კი არ ჩაგიწერდა ცოლს ტყე არ აჩუქოო
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |