
მსურს განვიხილო უკრაინაში „მარშალის გეგმის“ განხორციელების კონტურები შვიდეულის ჯგუფის ლიდერებთან ერთად,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხად .
შოლცის თქმით,ის იმედოვნებს ერთიანი ფრონტის შექმნას უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ, როდესაც ის მომავალ კვირას ბავარიაში G7 ყოველწლიურ სამიტს უმასპინძლებს.
„უკრაინის აღდგენა თაობების ამოცანა იქნება, ზოგიერთი რამ მახსენებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის ქალაქების სურათებს. როგორც მაშინდელ ევროპას, უკრაინას დღეს სჭირდება მარშალის გეგმა მისი აღდგენისთვის”,- განაცხადა შოლცმა.
ამასთან, კანცლერისთქმით,უკრაინის აღდგენის დასაფინანსებლად წლების განმავლობაში მილიარდობით დოლარი იქნება საჭირო, ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ ევროპული ქვეყნები, სხვა ძირითადი დონორი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები ერთად იმუშავებენ.
გარდა ამისა, მან G7-ის ლიდერებთან შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიწვია.
შეგახსენებთ, რომ "მარშალის გეგმა" აშშ-ს მიერ დაფინანსებულ გეგმას გულისხმობს, რომელიც დაეხმარა ევროპის ეკონომიკის აღორძინებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

თავდასხმა ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფზე დოლიძის ქუჩაზე
თავდასხმა ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფზე დოლიძის ქუჩაზე
ღარიბაშვილი 5 ივლისის მოვლენებზე - ლგბტ და სირცხვილია იყო მარშის ორგანიზატორი და უნდოდათ დაპირისპირება და ქვეყნის დანგრევა
ზურაბიშვილი - პრემიერის გამოსვლა იყო ნეგატიური და შეურაცხმყოფელი გზავნილი ევროპისთვის
ხაბეიშვილი პრემიერს - ევროკავშირი იმას კი არ ჩაგიწერდა ცოლს ტყე არ აჩუქოო
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |