პოდოლიაკი - დროა ვაჩვენოთ, რომ მსოფლიო დაიღალა რუსეთის შანტაჟით

კრემლი ელოდება, რომ მსოფლიო „დაიღლება უკრაინით”. დროა ვაჩვენოთ: მსოფლიო დაიღალა რუსეთის შანტაჟით,- ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკის თქმით, პოლიტიკური მკვლელობები და ქიმიური იარაღის თამაშები ქალაქების დაბომბვად, მიგრაციულ კრიზისად და შიმშილის საფრთხედ გარდაიქმნა,

„დაუსჯელი რუსული ბოროტება ყოველთვის იზრდება. არჩევნებში ჩარევა, პოლიტიკური მკვლელობები და ქიმიური იარაღის თამაშები გარდაიქმნა ქალაქების დაბომბვად, მიგრაციულ კრიზისად და შიმშილის საფრთხედ. კრემლი ელოდება, რომ მსოფლიო „დაიღლება უკრაინით”. დროა ვაჩვენოთ: მსოფლიო დაიღალა რუსეთის შანტაჟით”,- წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ  24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 



ნუთუ უკრაინას არ გადაუხდია საკმარისი თანხა ნატო-ში გასაწევრიანებლად - ზელენსკის მიმართვა მადრიდის სამიტზე
ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ჯონსონს შეხვდა და საქართველოში მიიწვია
„ოცნებიდან’ წასული დეპუტატები - ვერ ვთანხმდებით მხოლოდ ერთზე - რა დოზით უნდა ვუთხრათ სიმართლე საზოგადოებას
საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს - რა წერია რეზოლუციაში