
ევროპარლამენტმა პირველივე დღიდან განსაზღვრა, რომ ჩვენ გვჭირდება სამივე ქვეყნის მიღება, როგორც კანდიდატი ქვეყნების,- ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
მეცოლას თქმით, სწორედ ეს ფორმულირება იქნება ასახული დღევანდელ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებებში.
„ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში ბევრ ქართველს ვესაუბრე. საბჭოს დასკვნის ფორმულირება ხსნის გზას საქართველოსთვის. ეს არის ის, რაც ევროპარლამენტმა განსაზღვრა პირველივე დღიდან, რომ ჩვენ გვჭირდება სამივე ქვეყნის მიღება, როგორც კანდიდატი ქვეყნების. ეს ფორმულირება ასახული იქნება დღევანდელ გადაწყვეტილებებში ევროკავშირის საბჭოში. დღეს ასევე არის ისტორიული და განსაკუთრებული დღე, რადგან გვაქვს ომი ჩვენს კონტინენტზე და იმედი მაქვს, მივცემთ კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას“,- განაცხადა მეცოლამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი იმართება, რომელზეც ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის განაცხადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.
ამასთან, 17 ივნისს ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი.
აღსანიშნავია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს.

თავდასხმა ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფზე დოლიძის ქუჩაზე
თავდასხმა ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფზე დოლიძის ქუჩაზე
ღარიბაშვილი 5 ივლისის მოვლენებზე - ლგბტ და სირცხვილია იყო მარშის ორგანიზატორი და უნდოდათ დაპირისპირება და ქვეყნის დანგრევა
ზურაბიშვილი - პრემიერის გამოსვლა იყო ნეგატიური და შეურაცხმყოფელი გზავნილი ევროპისთვის
ხაბეიშვილი პრემიერს - ევროკავშირი იმას კი არ ჩაგიწერდა ცოლს ტყე არ აჩუქოო
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |