
2023 წლის მაისიდან ევროკავშირი ETIAS-ის სისტემას დანერგვას გეგმავს,- გაერთიანების არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც სამუშაო ვიზას არ საჭიროებენ, მოგზაურობამდე ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაცია და თანხის გადახდა მოუწევთ.
ETIAS ვიზასთან შედარებით, ბევრად უფრო მარტივი პროცედურაა - საჭიროა ონლაინ კითხვარის შევსება, რომელიც ბიომეტრიულ ინფორმაციას არ ითხოვს. 18-დან 70 წლამდე პირებისთვის გამგზავრების უფლების მოპოვება 7 ევრო ეღირება, უცნობია რა თანხის გადახდა მოუწევთ სხვა ასაკობრივი კატეგორიის მოგზაურებს.
სისტემა ამოქმედდება ევროკავშირის იმ არაწევრი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ადრე ვიზა არ სჭირდებოდათ. ეს შეზღუდვა დაახლოებით 60 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შეეხო.
განმცხადებლის მოთხოვნა მალევე -"რამდენიმე წუთში", მსურველთა დაახლოებით 95%-ს დაუკმაყოფილდება. თუმცა, გამონაკლისის შემთხვევაში, დამტკიცების მაქსიმალური დრო ერთი თვე შეიძლება იყოს. ნებისმიერს, ვისი მოთხოვნაც არ დაკმაყოფილდება, გასაჩივრების უფლება ექნება.
ETIAS-ში შევსებული ინფორმაცია ავტომატურად დამუშავდება, ის შედარდება ინტერპოლის მონაცემთა ბაზებს, რომლებიც ტერორისტებისა და კრიმინალების შესახებ მოიცავს ინფორმაციას. თუ პირის მიერ შეყვანილი ინფორმაციიდან პროგრამამ საეჭვო ვერაფერი იპოვა, მას ევროკავშირში შესვლის უფლება მიეცემა.
თუ ETIAS-ის პროგრამა რაიმე საეჭვოს აღმოაჩენს, ამ შემთხვევაში, მას 96 საათის განმავლობაში, კომპეტენტური ორგანოები ცალკე დაამუშავებენ.
ევროპული საბჭოს განცხადების მიხედვით, მოგზაურობის ნებართვა არ ნიშნავს ევროკავშირის ტერიტორიაზე შეშვების ავტომატურ უფლებას და საბოლოო გადაწყვეტილებას მესაზღვრე იღებს.

მტრის რაკეტებით დაშავებული პატარა უკრაინელი გოგონა უკრაინის ჰიმნს მღერის, სანამ ექიმები ჭრილობებს უხვევენ.
ინტერვიუ გადარჩენილებთან, რომლებიც სავაჭრო ცენტრში კრემენჩუგის დაბომბვის დროს იმყოფებოდნენ
კრემენჩუგში მდებარე სავაჭრო ცენტრზე რაკეტის მოხვედრის მომენტი
ოკუპანტებმა კრემენჩუგში სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, შენობაში ათასზე მეტი ვიზიტორი იყო
ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს ფშავი
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |