
დიდი ბრიტანეთი უკრაინის რკინიგზის აღდგენის მიზნით, 10 მილიონ ფუნტს გამოყოფს, რათა შავ ზღვაში ვლადიმერ პუტინის ბლოკადის შედეგად ჩარჩენილი მარცვლეულის ექსპორტი განხოტციელდეს.
მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი გეგმავს მოუწოდოს ლიდერებს, მიიღონ სასწრაფო ზომები უკრაინიდან აუცილებელი საკვების მიწოდების მიზნით.
"გაეროს გეგმა უკრაინიდან მარცვლეულის გამოტანის შესახებ არის არასაკმარისი რადგან რუსეთი გააგრძელებს სურსათის მიწოდების გამოყენებას, როგორც ვაჭრობის საშუალებას სანქციების შესამსუბუქებლად. მოკავშირეებმა ახლა უნდა განიხილონ გეგმა B- დახმარება სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განახლებაში.გლობალური ლიდერები უნდა გაერთიანდნენ და გამოიყენონ თავიანთი ერთობლივი ეკონომიკური და პოლიტიკური წონა, რათა დაეხმარონ უკრაინას და გაუადვილონ ცხოვრება ოჯახებს მთელს მსოფლიოში," - განაცხადა ჯონსონმა.
უკრაინამ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან მინიმუმ 400 ათასი ტონა მარცვლეულის ექსპორტში დაადანაშაულა. - ასეთი შეფასება გამოცემა Krym.Realii-ს უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის პირველმა მოადგილემ ტარას ვისოცკიმ მისცა.
ფაქტობრივი ოკუპაციის დროს ამ ტერიტორიებზე ლიფტების რეესტრის მიხედვით მილიონნახევარი ტონა მარცვლეული იყო. და იმ ტერიტორიებიდან უკრაინელებისგან მივიღეთ ინფორმაცია ექსპორტის ფაქტზე. თუ ყველა ამ შემთხვევას დავუმატებთ, მაშინ დაახლოებით 400 ათასი ტონა. გასაგებია, რომ დარჩენილი მილიონი ტონა, ჩვენ ამას მხოლოდ დეოკუპაციის შემდეგ შევძლებთ.
ვისოცკიმ დასძინა, რომ კიევის ეკონომიკის სკოლის სურსათისა და მიწათსარგებლობის კვლევის ცენტრის თანახმად, უკრაინის სოფლის მეურნეობის ზარალმა სრულმასშტაბიანი ომის შედეგად უკვე შეადგინა $4,3 მილიარდი.

მტრის რაკეტებით დაშავებული პატარა უკრაინელი გოგონა უკრაინის ჰიმნს მღერის, სანამ ექიმები ჭრილობებს უხვევენ.
ინტერვიუ გადარჩენილებთან, რომლებიც სავაჭრო ცენტრში კრემენჩუგის დაბომბვის დროს იმყოფებოდნენ
კრემენჩუგში მდებარე სავაჭრო ცენტრზე რაკეტის მოხვედრის მომენტი
ოკუპანტებმა კრემენჩუგში სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, შენობაში ათასზე მეტი ვიზიტორი იყო
ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს ფშავი
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |