G7 ქვეყნები რუსეთის გაყინული აქტივებით, უკრაინაის დახმარების შესაძლო ვარიანტებს შესწავლას გეგმავენ

G7-ის ლიდერებმა განაცხადეს, რომ გააგრძელებენ ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიური დახმარების გაწევას.

ლიდერების თქმით, ისინი გააგრძელებენ ძალისხმევის კოორდინაციას უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების სამხედრო და თავდაცვითი აღჭურვილობის დასაკმაყოფილებლად.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელ და უკანონო დაპყრობით ომს და ბელარუსის დახმარებას. ჩვენ ვგმობთ და არ ვაღიარებთ რუსეთის შემდგომ მცდელობებს საზღვრების ძალის გამოყენებით გადაკვეთოს. ასვე ბირთვული რიტორიკის გამოყენებას. ჩვენ გავაგრძელებთ კოორდინაციას G7-თან, რათა უკრაინას მატერიალური, სასწავლო, ლოგისტიკური, სადაზვერვო და ეკონომიკური მხარდაჭერა მივაწოდოთ მისი სამხედრო ძალების გასაძლიერებლად. G7-მა, 2022 წელს 2,8 მილიარდ დოლარზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გავუწიეთ”,- ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, G7-ის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ისინი შეისწავლიან უკრაინის ჰუმანიტარული საჭიროებების, ადრეული აღდგენისა და რეკონსტრუქციის მხარდაჭერის ვარიანტებს, მათ შორის გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, შეუერთდნენ ჩვენს ძალისხმევას და იმუშაონ ჩვენთან, რათა დავეხმაროთ უკრაინას საკუთარი მომავლის აღდგენაში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ G7-ის წევრი ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, უკრაინას განუსაზღვრელი მხარდაჭერა გაუწიონ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში.



გზა წარმატებისკენ - დაიწყე კარიერა თეგეტაში
Global Finance-მა „საქართველოს ბანკის” მობილური აპლიკაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
შეხვედრა ფოტოგრაფ ჯონ სტენმეიერთან „თიბისი“ კონცეპტში
მოსკოვის სასამართლომ რუსეთში „პირველი არხის” ყოფილ თანამშრომლ 2 თვიანი წინასწარი შინაპატიმრობა მიუსაჯა