
"სირცხვილიას" ინიცირებულ აქციაზე გაჟღერებული ეს მოთხოვნები არანაირად არ ანიჭებს აღნიშნულ საკითხებს ლეგიტიმაციას და რა თქმა უნდა, ამას არც სერიოზულად აღვიქვათ, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი სახალხო მოძრაობის მოთხოვნებს.
მისი თქმით, ევროკავშირში გასაწევრიანებლად ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და დაწყებულ საქმეს წლის ბოლომდეც მიიყვანენ შედეგამდე.
"მთავრობის გადადგომაზე, დროებითი მთავრობის შექმნაზე და მსგავს არალეგიტიმურ მოთხოვნებზე ჩვენ არაერთი ფორმატით ვისმენთ გაჟღერებულ წინადადებებს, ახლა "სირცხვილიას" ინიცირებულ აქციაზე გაჟღერებული ეს მოთხოვნები არანაირად არ ანიჭებს აღნიშნულ საკითხებს ლეგიტიმაციას და რა თქმა უნდა, ამას არც სერიოზულად აღვიქვათ და იმედი მაქვს, რომ იქ მდგომი ადამიანებიც საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ, იმიტომ რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად ჩვენმა ხელისუფლებამ ყოველ ეტაპზე გადადგა სათანადო ნაბიჯი და ასევე გადადგამს წლის ბოლომდე, რომ საბოლოოდ მივიყვანოთ შედეგამდე", - თქვა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, 24 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ორგანიზებულ აქციაზე სახალხო მოძრაობამ ხელისუფლებას პირობები წაუყენა, რის შესასრულებლად ერთი კვირა მისცა. როგორც „სირცხვილიას“ წევრმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, უნდა გადადგეს საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკომისიის გაწერილ 12-ვე პუნქტს შეასრულებს.

მტრის რაკეტებით დაშავებული პატარა უკრაინელი გოგონა უკრაინის ჰიმნს მღერის, სანამ ექიმები ჭრილობებს უხვევენ.
ინტერვიუ გადარჩენილებთან, რომლებიც სავაჭრო ცენტრში კრემენჩუგის დაბომბვის დროს იმყოფებოდნენ
კრემენჩუგში მდებარე სავაჭრო ცენტრზე რაკეტის მოხვედრის მომენტი
ოკუპანტებმა კრემენჩუგში სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, შენობაში ათასზე მეტი ვიზიტორი იყო
ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს ფშავი
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |