
ობლიგაციების გადახდა დაბლოკილია დასავლეთის სანქციებით, ეს ჩვენი პრობლემა არ არის,- ასე ეხმაურება კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი რუსეთის დეფოლტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
მისივე თქმით, რუსეთმა მაისში გადაიხადა ობლიგაციების საფასური, მაგრამ ისინი Euroclear-მა დაბლოკა.
"ობლიგაციების გადახდა დაბლოკილია დასავლეთის სანქციებით, ეს ჩვენი პრობლემა არ არის, რუსეთმა მაისში გადაიხადა ობლიგაციები მაგრამ ის ფაქტი, რომ ისინი Euroclear-მა დაბლოკა დასავლეთის სანქციების გამო რუსეთზე ჩვენი პრობლემა არ არის",- განაცხადა პესკოვმა.
1918 წლის შემდეგ პირველად, რუსეთმა საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg იტყობინება .
გაზეთის ცნობით, რუსეთის მიერ დეფოლტის გამოცხადება იყო დასავლური სანქციების კულმინაცია, რომლებმაც შეწყვიტეს გადახდების გზები უცხოელი კრედიტორებისთვის.
მარტის დასაწყისიდან ქვეყნის ევრობონდები პრობლემურ დონეზე ვაჭრობს, ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები კვლავ გაყინულია და უმსხვილესი ბანკები მოწყვეტილია გლობალურ ფინანსურ სისტემას.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაცია დამოუკიდებელ უკრაინაში შეიჭრა . დაიწყო უკრაინის ქალაქების დაბომბვა. უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა მასობრივად იღუპება.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, S&P-მა შეამცირა რუსეთის საკრედიტო რეიტინგი BB+-დან CCC-მდე.
2022 წლის 8 მარტს S&P- მა შეამცირა 52 რუსული კომპანიის საკრედიტო რეიტინგი .
რუსეთმა დაასრულა საგარეო ვალი, ობლიგაციების მფლობელებს დოლარის ნაცვლად რუბლით გადახდა შესთავაზა.
2022 წლის 23 აპრილს გამოცხადდა რუსეთის სრული დეფოლტის პირობები .
თუ ემისიის პროსპექტები არ ითვალისწინებს რუბლის გადახდას და უცხოური ვალუტის გადახდები არ მიიღება კრედიტორების ანგარიშებზე საშეღავათო პერიოდის დასრულებამდე ერთი თვის განმავლობაში, ეს ნიშნავს რუსეთის დეფოლტს.

მტრის რაკეტებით დაშავებული პატარა უკრაინელი გოგონა უკრაინის ჰიმნს მღერის, სანამ ექიმები ჭრილობებს უხვევენ.
ინტერვიუ გადარჩენილებთან, რომლებიც სავაჭრო ცენტრში კრემენჩუგის დაბომბვის დროს იმყოფებოდნენ
კრემენჩუგში მდებარე სავაჭრო ცენტრზე რაკეტის მოხვედრის მომენტი
ოკუპანტებმა კრემენჩუგში სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, შენობაში ათასზე მეტი ვიზიტორი იყო
ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს ფშავი
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |