საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს - რა წერია რეზოლუციაში

მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსი, როგორც ევროკომისიის მოსაზრებაშია აღნიშნული, საქართველო რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგას, რაც ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, - საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის (IDU) საქართველოს პოლიტიკური ვითარებას ეხმიანება და რეზოლუციას აქვეყნებს. 

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, „დეოლიგარქიზაცია“ ევროკომისიის მიერ დასახულ უმთავრეს პრიორიტეტებს შორისაა, რომელიც უნდა განიხილებოდეს საქართველოში. გარდა ამისა, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მედიის მენეჯერის ნიკა გვარამიას დაპატიმრება აშკარა დემონსტრირებაა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიული სტანდარტების უგულებელყოფისა.

"ბოლო 10 წლის ოლიგარქიულმა მმართველობამ, რამაც გამოიწვია უფლებამოსილების აღრევა, სახელმწიფო ინსტიტუტების ეროზია, ოპოზიციისა და კრიტიკული მედიის პოლიტიკური დევნა და საბოლოო სახელმწიფოს ხელში ჩაგდება, ხელს უშლის ქართველი ხალხის ძლიერ და ნამდვილ მისწრაფებებს თავისუფლებისა და ევროპული მომავლისკენ. .

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავება და არასათანადო მოპყრობა და ცნობილი კრიტიკოსი მედიის მენეჯერის ნიკა გვარამიას დაპატიმრება აშკარა დემონსტრირებაა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიული სტანდარტების დაცვისადმი საქართველოს ვალდებულების უგულებელყოფისა.

იმედგაცრუებაა იმის დანახვა, რომ საქართველო, რომელიც ოდესღაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი იყო დემოკრატიულ რეფორმებში, ახლა ვერ აკმაყოფილებს ევროპულ გზაზე შემდგომი წინსვლის კრიტერიუმებს. ტენდენცია განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამჟამინდელი გეოპოლიტიკური გარემოებების და უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის კონტექსტში, მაშინ როცა საქართველოს ხელისუფლებამ არჩია ქვეყნის დემოკრატიული დღის წესრიგიდან ჩამოშორება და ავტორიტარულ და ანტიდასავლურ გზას დაადგა",- წერია დოკუმენტში. 

საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი ვროკავშირისა და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს:



გზა წარმატებისკენ - დაიწყე კარიერა თეგეტაში
Global Finance-მა „საქართველოს ბანკის” მობილური აპლიკაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
შეხვედრა ფოტოგრაფ ჯონ სტენმეიერთან „თიბისი“ კონცეპტში
მოსკოვის სასამართლომ რუსეთში „პირველი არხის” ყოფილ თანამშრომლ 2 თვიანი წინასწარი შინაპატიმრობა მიუსაჯა