ნუთუ უკრაინას არ გადაუხდია საკმარისი თანხა ნატო-ში გასაწევრიანებლად - ზელენსკის მიმართვა მადრიდის სამიტზე

ნუთუ უკრაინას არ გადაუხდია საკმარისი თანხა ნატო-ში გასაწევრიანებლად?, - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადრიდში მიმდინარე სამიტზე შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს. 

„ჯერ კიდევ არასაკმარისია ჩვენი წვლილი როგორც ევროპის, ისე მთელი ცივილიზაციის დაცვაში? მერე კიდევ რა არის საჭირო?”,- განაცხადა ზელენსკიმ. 

ალიანსში გასაწევრიანებლად მკაფიო გზის არარსებობის გამო, ზელენსკიმ გამოიყენა კიევის მეტროს სისტემის ტურნიკეტების ანალოგია, რომლებიც ყოველთვის ღიაა, სანამ არ მიუახლოვდები.

"ნატოს ღია კარის პოლიტიკა არ უნდა ჰგავდეს კიევის მეტროს ძველ ტურნიკეტებს - ისინი ღიაა და როცა მიუახლოვდებით, ტურნიკეტები იკეტება მანამ, სანამ არ გადაიხდით“.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ნატო-ს სამხედრო ალიანსს „გადახედოს“ როგორ უყურებს თავის აღმოსავლეთ ფლანგს.

"„ნაცრისფერი“ ზონის მოშორება, უსაფრთხოების გარანტია მხოლოდ უკრაინასთან ერთად არის შესაძლებელი. 

ახლა დაფიქრდით ერთ ფაქტზე: დღეს ქვეყანა, რომელიც არ არის ნატოს წევრი, თუმცა თქვენი მხარდაჭერით, ოთხ თვეზე მეტია აკავებს სახელმწიფოს, რომელსაც ყველა ოფიციალურად ასახელებთ, როგორც მთავარ საფრთხეს საკუთარი თავისთვის. ჩვენ ხელს ვუშლით რუსეთს ჩვენი განადგურებისგან და თქვენი განადგურებისგან.

დამთხვევაა, რომ ყველა მოკავშირე აღმოსავლეთში, ყველა ჩვენი მეზობელი, უკრაინის ნატოში გაწევრიანების მომხრეა? არა, ეს არ არის დამთხვევა. ეს არის ლოგიკა. ეს არის ჩვენი რეგიონის ცხოვრების ცოდნა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 



გზა წარმატებისკენ - დაიწყე კარიერა თეგეტაში
Global Finance-მა „საქართველოს ბანკის” მობილური აპლიკაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
შეხვედრა ფოტოგრაფ ჯონ სტენმეიერთან „თიბისი“ კონცეპტში
მოსკოვის სასამართლომ რუსეთში „პირველი არხის” ყოფილ თანამშრომლ 2 თვიანი წინასწარი შინაპატიმრობა მიუსაჯა