რუსეთმა 14 ბულგარელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა

მოსკოვმა 14 ბულგარელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ ბულგარეთის მიერ 70 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებას მოჰყვა.

ამასთან, ბულგარეთმა რუსი დიპლომატები ქვეყნიდან აგენტობის გამო გააძევა და რუსეთს დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე ზღვარი დააწესა.

შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომლის გაძევების შესახებ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, გაძევებულ რუსებს დიპლომატიური პასპორტები ჰქონდათ, მაგრამ ისინი ეწეოდნენ "შეუფერებელ საქმიანობას", რომელიც ბულგარეთის უსაფრთხოების სამსახურებმა გამოააშკარავეს.

 



გზა წარმატებისკენ - დაიწყე კარიერა თეგეტაში
Global Finance-მა „საქართველოს ბანკის” მობილური აპლიკაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
შეხვედრა ფოტოგრაფ ჯონ სტენმეიერთან „თიბისი“ კონცეპტში
მოსკოვის სასამართლომ რუსეთში „პირველი არხის” ყოფილ თანამშრომლ 2 თვიანი წინასწარი შინაპატიმრობა მიუსაჯა